Digest Logo

🎥 „პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს უეცარი მხედველობის დაკარგვა, ხელ-ფეხის დაბუჟება, წონასწორობის დარღვევა“ - ნევროლოგი გაფანტულ სკლეროზზე

1716361575
მარინა ჯანელიძე

30 მაისი გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღეა. მის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლების დონის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა აქტივობები იგეგმება. 

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში 2 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველი სამი ათასი ადამიანიდან ერთს გაფანტული სკლეროზი აქვს. 

დაავადების პირველი სიმპტომები 20-იდან 40 წლამდე ვლინდება.

გაფანტულ სკლეროზზე, მის დიაგნოსტიკასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის საკითხებზე ნევროლოგ მარინა ჯანელიძემ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

„გაფანტული სკლეროზის სიმპტომატიკა ქრონიკული, პროგრესირებადია. ახასიათებს კლინიკური გამოვლინება, შეტევა და მერე ყველაფერი გაივლის. ხშირად, როცა დაავადება იწყება, ასეთი სიმპტომები ახასიათებს. 

პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს უეცარი მხედველობის დაკარგვა, რომელიც რაღაც პერიოდის შემდეგ გაივლის. 

ხელ-ფეხის დაბუჟება, წონასწორობის დარღვევა, მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა, ეს ყველაფერი 1-2 კვირაში უკუგანვითარდება. 

ასეთი დებიუტი დაავადების არის პირველ სტადიებში“, - ამბობს პროფესორი მარინა ჯანელიძე.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„გამარჯვება, ნათელი მომავალი გარდაუვალია... მონატრება კი სულის ტკივილამდეა“ - იზა ომაძე საზოგადოებას ნიკოლოზობას ულოცავს

მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს

„ყოველდღე ვფიქრობ სადამდე მივა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების, აქტივის და ჟურნალისტების ზიზღი და აგრესია...სავარაუდოდ, საკონცენტრაციო ბანაკებსაც შექმნიდნენ სიამოვნებით“ - მაია ბითაძე