Digest Logo

„პირდაპირ მოქმედებს ტვინზე და გულზე...“ - არუნ ხათრი ენერგეტიკულ სასმელებზე

1776514916
არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას სოციალურ ქსელში პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ენერგეტიკული სასმელების მავნე თვისებებზე საუბრობს:

„საქართველოში ახალგაზრდები სულ უფრო ხშირად სვამენ ენერგეტიკულ სასმელებს.

და ბევრ მშობელს ეს უბრალოდ „მოდად“ ეჩვენება, მაგრამ ეს არ არის უბრალო სასმელი.

ეს არის ნივთიერებები, რომლებიც პირდაპირ მოქმედებს ტვინზე და გულზე.

თინეიჯერებში ენერგეტიკული სასმელები იწვევს - ძილის დარღვევას და კონცენტრაციის დაქვეითებას. შფოთვას და გაღიზიანებას, გულის აჩქარებას. შაქრის მკვეთრ მატებას და მომავალში ინსულინრეზისტენტობას.

დღეს ერთი ქილა ხვალ ჩვევად გადაიქცევა.

მშობლებო, თუ თქვენ არ გააკონტროლებთ გარემოს, რეკლამა გააკონტროლებს თქვენს შვილებს
ენერგია არ მოდის ქილიდან. ენერგია მოდის სწორი კვებიდან, ძილიდან და ცხოვრების წესიდან.

დაფიქრდით რას აძლევთ თქვენს შვილებს ყოველდღე, ენერგიას თუ ნელ ნელა ზიანს.

არჩევანი დღეს, ჯანმრთელობა ხვალ“ ,- წერს არუნ ხათრი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „იესო ქრისტე იძებნება ეკლესიაში...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ „ხორცისა და სისხლისგან ნაშობი კი არ არის, უბრალოდ, არამედ ღმერთისგან ნაშობია...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა