
პლასტმასის ბოთლის მეორედ გამოყენება შესაძლოა არასაიმედო და ჯანმრთელობისთვის საშიში იყოს - განსაკუთრებით თუ ის თავდაპირველად ერთჯერადად იყო წარმოებული.
ერთჯერადი პლასტმასის ბოთლები (PET, ანუ პოლიეთილენ-ტერეფტალატი) შექმნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის, და დროთა განმავლობაში: თბილ წყალსა და მზეზე ზემოქმედებისას შეუძლიათ გამოყონ მავნე ნივთიერებები, მაგალითად:
✅ ბისფენოლი A (BPA) – ჰორმონების ბალანსზე მოქმედებს
✅ ფტალატები – შესაძლოა ჰქონდეს კავშირი რეპროდუქციულ პრობლემებთან
რაც უფრო ძველია ბოთლი, მით უფრო იზრდება დაშლის და გაჟონვის შანსი.
ბოთლის შიგნით არსებული წვრილი ნაპრალები და ტარის არე ბაქტერიებისა და სოკოს გასამრავლებლად იდეალურია, განსაკუთრებით თუ კარგად არ ირეცხება. ჩვეულებრივი რეცხვა ხშირად არ ხსნის ყველა მიკრობს, და შეიძლება განაპირობოს:
✅ კუჭ-ნაწლავის აშლილობა
✅ სუნი და გემო წყალში
✅ ინფექციებირ ე კ ო მ ე ნ დ ა ც ი ა
თუ აუცილებლად უნდა გამოიყენო პლასტმასის ბოთლი ხელმეორედ, მაქსიმუმ რამდენიმე დღე - აუცილებლად კარგად გარეცხე საპნით და ცხელი წყლით, მაგრამ არასდროს არ გაავსო ცხელ წყლით ან მზეზე არ დატოვო!
ნახეთ „შუადღის“ სიუჟეტი: