Digest Logo

🎥 „ქართულში სიტყვა „წარმატება“ მატებას ნიშნავს და თუ არ ჩამოყალიბდი რისი მატება გინდა, შეიძლება, სხვის წარმატებას სდიო“ - ალექსანდრე ჯეჯელავა კარიერული წარმატების გზაზე

1740038607
ალექსანდრე ჯეჯელავა

როგორია კარიერული წარმატების გზა? - ამის შესახებ „ფლო მასტერის“ დამფუძნებელი, ალექსანდრე ჯეჯელავა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საუბრობს და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს. 

„ქართულში სიტყვა „წარმატება“ მატებას ნიშნავს და თუ არ ჩამოყალიბდი რისი მატება გინდა, შეიძლება, სხვის წარმატებას სდიო. ამიტომ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რისი  მატება გინდა, ფულის, სანაცნობოს და ა.შ. 

ძალიან ბევრი ახლგაზრდა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები სხვის ასლს იღებს წარმატების და ეს არ მუშაობს, რადგან მატულობს ის რაღაც, რაც დაისახე და არ მოაქვს სიხარული. ამიტომ უნდა გაიაზროთ სწორად, რა არის თქვენთვის წარმატება და მიხვდეთ, რომ ის გახარებს. ასევე მნიშვნელოვანია იყოთ სტაბილურები და მერე მოდის შრომა, ძალისხმევა სანაცნობო და სხვა ყველა დანარჩენი. 

შფოთვა და ნერვიულობა უმეტეს წილად არის გამოგონილი.

რაც არ უნდა რთული იყოს რეალობა. წარმატება მოდის ნაბიჯ-ნაბიჯ და არა ერთბაშად. იყავით მადლიერი, რასაც მიაღწიეთ და გქონდეთ გეგმა გაუმჯობესების. 

უკმაყოფილება და კრიტიკა არ ნიშნავს, რომ ხარ უმადური“, - ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა. 

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ახალი კვლევა - არამწეველ ადამიანებში ფილტვის სიმსივნის შემთხვევები გახშირდა

🎥 „სიფრთხილე გმართებთ ფინანსების მიმართ, არ არის სასურველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება“ - 20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 „გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული მისი აქ ყოფნა“ - ზურაბ გურიელიძე ცნობილ ბოკვერის ჯანმრთელობაზე