Digest Logo

🎥 ახალი კვლევა - არამწეველ ადამიანებში ფილტვის სიმსივნის შემთხვევები გახშირდა

1740036229
არამწეველ ადამიანები

ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ფილტვის კიბოს შემთხვევები იზრდება იმ ადამიანებში, რომლებიც მწეველები არასოდეს ყოფილან. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ არამწეველებში ფილტვის კიბოს გავრცელება შესაძლოა, ჰაერის დაბინძურებასთან და მისი ზიანის მატებასთან იყოს დაკავშირებული.

ამ მხრივ, ყველაზე მძიმე ვითარება აღმოსავლეთ აზიაში ფიქსირდება.

ფილტვის კიბო ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად რჩება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით ის ორი მილიონი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. 

დადგინდა, რომ ფილტვის კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპი ადენოკარცინომაა, რომელიც კაცებში სიმსივნური ავადობის 45.6%-ს, ხოლო ქალებში 59.7%-ს შეადგენს.

ადენოკარცინომა ჯირკვლოვან ქსოვილში ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი თამბაქოს მოწევაც შეიძლება გახდეს, ეს დაავადება მწეველებში ყველაზე გავრცელებული მაინც არ არის.

საინტერესოა, რომ ის არამწეველებში უფრო ხშირად გვხვდება.

მკვლევართა ჯგუფი მიიჩნევს, რომ არამწეველებში ფილტვის კიბოს შემთხვევების მატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა. ადრეული კვლევებიც ადასტურებს, რომ ადენოკარცინომასა და გარემოს დაბინძურებას შორის მჭიდრო კავშირია.

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „სიფრთხილე გმართებთ ფინანსების მიმართ, არ არის სასურველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება“ - 20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 „გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული მისი აქ ყოფნა“ - ზურაბ გურიელიძე ცნობილ ბოკვერის ჯანმრთელობაზე

⭕„შესანიშნავად ითამაშა, სწორედ ეს მენტალიტეტი არის ის, რაც გვჭირდება“ - ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე