Digest Logo

🎥 „ქრისტიანებს, დიდი განსაცდელი ელით!“ - ყველაფერი, რაც ანტიქრისტეს მოსვლაზე უნდა იცოდეთ

1722943514
მამა ბასილი ქოსური

„შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს იმ საშინელი ჟამის შესახებ, რომელიც კარზეა მომდგარი. აუცილებელია თუ ვინმემ რამე იცის მის შესახებ, სხვასაც უთხრას და ასწავლოს“, - ეს სიტყვები მამა გაბრიელს ეკუთვნის, რაც მღვდელმსახურმა ბასილმა „უფროსების საკვირაო სკოლაში“ ქადაგებისას გამოიყენა. 

ქადაგების მთავარი თემა ანტიქრისტეს მოსვლა იყო.

„ძველი გველი ამთავრებს დედამიწის შემორკავეთს, ის უკვე პირით სწვდება თავის კუდს. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ვცხოვრობთ ისეთ დროში, რომ ანტიქრისტეს გამეფებას შევესწრებით. ის უკვე მოსულია და თავის მზაკვრულ გეგმებს დაფარულად აკეთებს. 

იმდენად ახლოსაა კარზე კი არ გვიკაკუნებს, არამედ გვიბრახუნებს, ლამის შემოანგრიოს. ანტიქრისტე გამეფდება სოლომონის ტაძარში, რომლის აღდგენაც უმცირეს დროში მოხდება. საამისოდ ყველა პირობა არსებობს. მსოფლიოს მალე ეყოლება ერთი მბრძანებელი, შეიქმნება მსოფლიო მართვის ცენტრი, რომლის მმართველიც ანტიქრისტე გახდება. 

შესაძლოა ეს მოხდეს მსოფლიოს საყოველთაო არჩევნების გზით და იცოდეთ, არ მიიღოთ მონაწილეობა ასეთ არჩევნებში. 

მსოფლიო მართვის ცენტრი გაერთიანების გარეშე ვერ იარსებებს, ამიტომ ხდება გლობალური გაერთიანება, რაც საბოლოოდ სრული გაერთიანებით უნდა დასრულდეს. 

საერო ხაზით ეს სიტყვა დემოკრატიით, ხოლო სასულიერო ხაზით სიტყვა ეკუმენიზმი. 

დემოკრატიის მიზანი ემსახურება შეიქმნას ერთიანი მსოფლიო მოქალაქე ყოველგვარი ტრადიციის, ტერიტორიის და ეროვნების გარეშე. ეკუმენიზმი კი ყველა ქვეყნის და რწმენის ადამიანების ერთ სალოცავში გაერთიანებას. მაშინ არავინ იტყვის მართლმადიდებლობაა მხოლოდ მართალი რწმენა. 

მაშინ, როცა ყველაფერი პიკს მიაღწევს და მსოფლიო ჩიხში მოექცევა, ანტიქრისტე ქვეყნიერებას მოევლინება როგორც მხსნელი. მას კი წინ უსწრებს წინამორბედის მოსვლა, რომელიც ძალიან დიდ მოჩვენებით სასწაულებს მოახდენს. 

დანის ტომიდან იშვება ანტიქრისტე. მასში ჯოჯოხეთური ძალები იქნება თავმოყრილი, რადგან მის სხეულში თავად სატანა ჩასახლდება“, - წერია მამა გაბრიელის ნაუბარში ანტიქრისტეს შესახებ. 

„ვინც ამ ყველაფერს გაუძლებს, როგორ სიხარულით დაელოდება ქრისტეს მოსვლას, ერთი სული ექნება რომ მალე მოვიდეს. ვერაფერს აკეთებს ადამიანი, შესაძლებლობები შეზღუდული აქვს და ელოდება მას ვის გამოც ამდენი ტანჯვა მოითმინა და გადაიტანა. 

ასეთი ადამიანისთვის მეორედ მოსვლა შიშსა და ტანჯვას კი არ უკავშირდება, არამედ სიხარულს. 

გამოცხადების წიგნიც სწორედ ამ სიტყვებით მთავრდება, ჰე, მოდი უფალო! ვინც დღეს ცდილობს სიწმინდით იცხოვროს, თავშეკავებით იცხოვროს, მომჭირნედ, ის უფრო მეტად შეძლებს ამ ყველაფერს გაუძლოს. 

წარმოიდგინეთ, რომ დაუდგება ადამიანს არჩევანი მიიღოს ის ბეჭედი თუ არა, როგორ მოიქცეს, ძალიან რთული იქნება. 

სულიწმიდა ადამიანებს ასწავლის როგორ მოიქცნენ. 

საყოველთაო უსაფრთხოებისა და სიმშვიდის წინააღმდეგ მებრძოლად გამოაცხადებენ ქრისტიანებს. იმ ადამიანს ვინც არ მიიღებს ამას დიდი განსაცდელი ელის, მაგრამ ამ განსაცდელებს ქრისტე უყურებს! ისე არ ტოვებს თავის ერთგულ ადამიანებს. 

არა რწმენა, არა რელიგია, არა ენა, ეს ყველაფერი დღეს უკვე მიმდინარეობს. ამ ყველაფრისთვის კი მილიონები იხარჯება“, - ამბობს მღვდელი ბასილ ქოსური.

ასევე დაგაინტერესებთ:

გურამ ლომიძის შეყვარებული საცურაო კოსტიუმში პოზირებს - „შეუდარებლად გამოიყურები“

„ნინოწმინდა ასე შეგვეგება, ბოძებზე თუ სახლების სახურავებზე ყარყატები პოზიორობდნენ, ხანჩალის ტბის დაისსაც შევესწარით“ - ბადრი ვადაჭკორია გასაოცარ ფოტოებს აქვეყნებს

გარდაიცვალა სუხიშვილების ოქროს თაობის მსახიობ-მოცეკვავე თენგიზ ყურაშვილი