Digest Logo

რა ანადგურებს ურთიერთობას ყველაზე ჩუმად? - რას წერს ფსიქოლოგი

1789656136
ურთიერთობა

რა ანადგურებს ურთიერთობას ყველაზე ჩუმად? - აღნიშნულ საკითხზე პოსტს ფსიქოლოგი გიორგი რაზმაძე აქვეყნებს:

„• როცა წყენაზე აღარ საუბრობ – უბრალოდ ჩუმად ხარ.

• როცა ერთმანეთის გვერდით ხართ, მაგრამ ემოციურად უკვე სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობთ.  

• როცა ერთსა და იმავეს იმდენჯერ ითხოვ, რომ ბოლოს თხოვნასაც წყვეტ.  

• როცა პატარ-პატარა იმედგაცრუებები გროვდება და ერთ დღეს ხვდები, რომ ადამიანის გვერდით ხარ, მაგრამ მასთან აღარ ხარ.  

• და ყველაზე საშიში – როცა ტკივილი იმდენად ნაცნობი ხდება, რომ მის გარეშე ყოფნა უფრო საშიში გეჩვენება, ვიდრე მასში დარჩენა.  

ურთიერთობა იშვიათად ინგრევა ერთ დღეში – ის ნელ-ნელა იცვლება.

ხშირად ის მაშინ იწყებს ნგრევას, როცა ერთმანეთისთვის სათქმელი ჯერ კიდევ ბევრი გაქვთ, მაგრამ უკვე აღარ საუბრობთ“, - წერს გიორგი რაზმაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ თბილისში, 18 სექტემბერს წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

⭕ „როცა სიხარულიც გძაბავთ“ — რატომ იწვევს დიდი ბედნიერება ორგანიზმის სტრესს: ლევან შელეგიას განმარტება

⭕ „კვანტურ ველს არ ესმის თქვენი სიტყვები“ — ფორმულა, რომელიც რეალობას ცვლის: რას წერს ეზოტერიკოსი