Digest Logo

რა არის ფენ-შუი და როგორ ვიცხოვროთ ფენ-შუის მიხედვით სიყვარულსა და დოვლათში?

1706194530
ფენშუიფენშუიფენშუი

ფენ-შუი ძველი აღმოსავლური ხელოვნებაა და ჩინურად ქარს და წყალს ნიშნავს. ამ უძველესი ხელოვნების თანახმად, ადამიანის ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორაა მოწყობილი მისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი.

ის გახლავთ ასევე ეზოტერული მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანის კოსმოსთან დაახლოების გზებსა და მეთოდებს.

ფენ-შუი მრავლის მომცველია და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: აღმოსავლური ასტროლოგია, გეოგრაფია, გეომანტია, ფსიქოლოგია, არქიტექტურა, მათემატიკა, ნუმეროლოგია და სხვა.

ფენ-შუის ცოდნა ეხმარება ადამიანს დაამყაროს შინაგანი წონასწორობა და მოვიდეს ბუნებასთან ჰარმონიაში. ეს არის ცოდნა მიწისა და ცის ენერგიების მოზიდვისა ადამიანის სასარგებლოდ.

ფენ-შუის სწავლება დღეს მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი მომსახურებით სარგებლობენ მსოფლიოს წარმატებული ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები, ბიზნესმენები, მსხვილი კომპანიის მმართველები და უამრავი ადამიანი.

ფენ-შუის სპეციალისტი ეხმარება ადამიანებს, როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის სწორ მოწყობაში, რათა ადამიანი იმყოფებოდეს დადებითი და უარყოფითი ენერგიების დაბალანსებულ გარემოში, იყოს წარმატებული და მოიზიდოს იღბალი, შეძლოს თავისი შესაძლებლობების სასიკეთოდ რეაბილიტაცია და სწორად გაიაროს სულიერი ევოლუციიის გრადაციის გზები.

ფენ-შუი ეხმარება ადამიანს სიმშვიდის, ნეტარების მოპოვებაში და მის შენარჩუნებაში. ამისთვის ის იძლევა რეკომენდაციებს და სიმბოლოების დახმარებით ქმნის თქვენს გარშემო სილამაზეს, რომელიც უსასრულო და მუდმივად მზარდია. 
 

რა აფრთხობს სიყვარულს, როგორ ავაყვავოთ ჩვენი შემოსავალი მწვანე კედლების მეშვეობით, რა შეიძლება გამოიწვიოს არეულმა სამზარეულომ და ბოლოს, როგორ ვიცხოვროთ სიყვარულსა და დოვლათში?

თუ როგორ იქნება მოწყობილი ჩვენი საცხოვრებელი ბინა, ფენ-შუის სწავლების მიხედვით, დიდი მნიშვნელობა აქვს.

აღმოსავლური სიბრძნის მიხედვით, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მატერიალური და  სულიერი კომფორტისთვის. იმისათვის, რომ სახლში სიყვარული და სიმდიდრე მოვიზიდოთ, საკმარისია რამდენიმე წესს დაემორჩილოთ.

როგორ მოვიზიდოთ სიყვარული

ოთახის პერიმეტრზე განლაგებული ავეჯი ამ შემთხვევაში არ გამოგადგებათ. სტუმრებისათვის ურთიერთობა კომფორტული უნდა იყოს, ეს კი მით უფრო მოსახერხებელია, რაც უფრო მჭიდროდაა განლაგებული ავეჯი.  სასურველია, ოთახში იყოს ხალიჩაც, რომელზე მოთავსებული იქნება სავარძლისა და დივნის წინა ფეხები. ასე გაწყობილი ავეჯი ადამიანებს შორის ურთიერთობას უფრო კომფორტულს გახდის.

დაწყვილება

თუ ახალ ურთიერთობებსა და ნაცნობობაზე ოცნებობთ, პრიორიტეტი მიანიჭეთ წყვილ-წყვილო საგნებს. მოერიდეთ ოთახის კუთხეში ცალი სავარძლის განთავსებას. ასევე უარი თქვით ისეთი სურეთის დაკიდებაზე, რომელზეც მარტოხელა ადამიანები იქნებიან გამოსახულნი. ეცადეთ, რომ თქვენ ირგვლივ წყვილების ენერგეტიკა იგრძნობოდეს. წიგნების თარო წყვილი აქსესუარებით დაამშვენეთ, შეარჩიეთ ლამაზი, შეყვარებული წყვილის კედლის სურათი. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი გენიალური - მარტივია! 

ბედნიერება ფოტოზე

აღმოსავლურ კულტურაში ძალიან ბევრს საუბრობენ დადებით ენერგეტიკაზე. დადებითი, სასიამოვნო ემოციები, რომელსაც აღძრავენ ადამიანები და გარკვეული საგნები, მაგნიტივით იზიდავენ ახალ-ახალ სიხარულს. იმისათვის, რომ ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დათბეს, ირგვლივ ფოტოები დაკიდეთ, რომლებზეც თქვენი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო და ბედნიერი მომენტები იქნება აღბეჭდილი. ეს დადებითი ენერგეტიკა თქვენი თანამგზავრი გახდება. მთავარია, არ გადააჭარბოთ და სახლი ფოტოარქივს არ დაამსგავსოთ.

სადაც სიყვარული მეფობს

იმისთვის, რომ მოიზიდოთ სიყვარული, მიხედეთ თქვენი საძინებლის კეთილმოწყობას. ფანჯარასთან ერთმანეთის საპირისპიროდ დადგით ორი სავარძელი. საწოლზე მიმოფანტეთ დეკორატიული ბალიშები. სასურველია საწოლის ორივე მხარეს პატარა ხალიჩების დაფენაც. თუ სტუდიოს ტიპის ბინა გაქვთ, საძინებლის ზონა საერთო ფართიდან ფარდებით  გამოყავით.

მრგვალ მაგიდასთან

მარტო საძინებელი არ არის ის ოთახი, რომელიც ადამიანებს სიყვარულისა და ალერსისთვის განაწყობს. ყურადღება მიაქციეთ სასადილო ზონასაც. უპირატესობა მიანიჭეთ მრგვალ მაგიდას, დაიმახსოვრეთ, ის აერთიანებს ოჯახის წევრებს. არ დაღონდეთ იმის გამო, თუ გრაფიკი არ გაძლევთ ერთად შეკრების საშუალებას. მრგვალი მაგიდა თავისთავად ერთიანობის ნიშანია.

როგორ მოვიზიდოთ სიმდიდრე - სუფთა სამზარეულო, სუფთა აზრები

ფენ-შუის მიხედვით, სამზარეულო მჭიდროდ არის დაკავშირებული სიმდიდრესთან.
კარადები და მაცივარი ყოველთვის დალაგებული უნდა იყოს. არ დაგავიწყდეთ მაცივრის პროდუქტით შევსება. შემდეგი ნაბიჯი
სუფთა გაზქურა და მაგიდაა. არ გამოგეპაროთ ნამცეცები და ცხიმის ლაქები. ფულს არ უყვარს ცუდი პატრონი.

რაც უფრო ლამაზია შემოსასვლელი, მით ახლოსაა ფული

გინდათ ხელი შეუწყოთ თქვენს ოჯახში ფულის შემოდინებას? მაშინ რაც შეიძლება ლამაზად მოაწყვეთ თქვენი სახლის შესასვლელი. გააპრიალეთ კარები, შეაკეთეთ გაფუჭებული ზარი, კარზე ლამაზი, დეკორატიული ყვავილი დაკიდეთ. ეს თქვენც გაგიხალისებთ სახლში მისვლას. ყურადღება მიაქციეთ ასევე იმას, რომ ფეხსაწმენდი შესასვლელში ყოველთვის სუფთა იყოს. სულ მალე ნახავთ, როგორ გაუმჯობესდება თქვენი მატერიალური მდგომარეობა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია პრაღაში მოგზაურობენ - ფოტოები

⭕„ცოლ-შვილიანები დაიკიდეთ! ხომ გჯერათ ჩემი?!“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე

⭕ „დე, მინდა იცოდე რომ ყველაზე ძვირფასი ხარ ჩემთვის“ - ქუჩის ექსპერიმენტის საინტერესო შედეგები და ემოციური ინტერვიუ