Digest Logo

🎥 რა არის ფრჩხილის ყველაზე გავრცელებული დაავადებები და რატომ ვითარდება ისინი? - ზაზა თელიას რეკომენდაციები

1765350629
ზაზა თელია

რა არის ფრჩხილის ყველაზე გავრცელებული დაავადებები და რატომ ვითარდება ისინი? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-კოსმეტოლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა:

„ყველა ფრჩხილის დაზიანება არ არის სოკო. როცა პაციენტები მოდიან ჩემთან, იმ წამსვე მეუბნებიან რომ ფრჩხილის სოკო აწუხებთ. არადა, ფრჩხილის სოკოს გარდა უამრავი დაავადებებია და ყველაზე ნაკლებად მხვდება სტატისტიკურად ფრჩხილის სოკო.

ფრჩხილის დაავადებები იყოფა შემდეგ ნაწილად:

1. ხშირი ფრჩხილის მდგომარეობები, რომლებიც პათოლოგიად არ ითვლება.

2. ტრავმული ფრჩხილის დაზიანებები.

3. ქრონიკული ანთებითი ფრჩხილის დაავადებები.

4. ინფექციური ფრჩხილის დაავადებები.

შესაძლოა, ფრჩხილი იყოს ზოგჯერ გამომშრალი, ამიტომ ხშირად ვურჩევთ პაციენტებს, მოუარონ ფრჩხილს, დაიტენიანონ და აარიდონ ტრავმებს თავი. ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი დასატენიანებლად თეთრი ვაზელინის გამოყენებაა“, - აღნიშნა ზაზა თელიამ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ასტროლოგებმა დაასახელეს იმ ადამიანების დაბადების თარიღები, რომლებსაც 2026 წელს ფინანსური წარმატების ყველაზე მეტი შანსი აქვთ

🎥 ვის მივმართოთ თუ დამსაქმებელი ჩვენს უფლებებს არღვევს - დამატებითი სამუშაო საათების დავალდებულება და მუშაობის კანონით განსაზღვრული დრო

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა