
იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.
მედიკოსს 60 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა სათაურით: საჯდომი ნერვის ანთება (სიატიკა) - იშიაზი - რადიკულოპათია
„ყოველ მეორე ადამიანს ერთხელ მაინც გამოუცდია წელის ტკივილი. ისეთი თკივილი, როცა წელიც გტკივა და ფეხიც. ამას ეძახიან საიატიკას, იშიას ან რადიკულოპათიას ან საჯდომი ნერვის ანთებას. ეს ყველაფერი ერთი და იგივეა. ეს საჯდომი ნერვი, რომელიც ორგანიზმში ყველაზე გრძელ ნერვად მიიჩნევა, ღიზიანდება და გვტკივა. უმეტესად გეგონება, რომ ელექტრული დენი გირტყავს. ძალიან ძლიერი ტკივილი ახასიათებს და შესაძლოა ჩავიდეს ფეხის თითებამდეც. შესაძლოა ყრუ ტკივილიც ახასიათებდეს. ტკივილი ძლიერდება მკვეთრი მოძრაობების დროს.
ჩვენი ხერხემალი შედგება მალებისგან და დისკებისგან და აქვს ჟელეს მსგავსი ნივთიერება შიგნით. დროთა განმავლობაში შესაძლოა ის დაზიანდეს. შესაძლოა გამოწვეული იყოს მიკროტრავმებით, რომლებიც დროის განმავლობაში ილექება. დისკს თუ რამე მოუვა, გარშემო ნერვს აწვება და ამიტომ ვგრძნობთ ასეთ ტკივილს. ადამიანს როცა ვსინჯავთ, რომელი ფეხიც გვტკივა ეგ უნდა ავწიოთ და ამით მივხვდებით რომ დისკი არის დაზიანებული“, - ჰყვება კოტე თოდუა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ფერადკანიან ნიგერიელ წყვილს თეთრკანიანი შვილი შეეძინა
🎥 „სიყვარულს სწავლა უნდა...“ - რას ჰყვება ზურა მხეიძე?
🎥 „ყველას ჰგონია, რომ ვხუმრობ...“ - სოსო ნებიერიძე ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა