
რა არის „მძინარე დიეტა“ და როგორ დავიცვათ ის, რა კავშირია ძილსა და სხეულის მასის ცვლილებას შორის - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრეს:
ძილის ხანგრძლივობისა და წონაში მატების კავშირზე კვლევა „კეიტ ვესტერნის“ უნივერსიტეტმა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 70 000-ზე მეტი ქალი. გოგონები, რომელთაც დღეში 5 სთ-ზე ნაკლები ეძინათ, 15 წლის მანძილზე მათი საშუალო წონა 15 კგ-ით გაიზარდა.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია როგორ გძინავთ - რამდენიმე წესი, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, ვიდრე დასაძინებლად გაეშურებით:
მეტი პროტეინი
ის, რომ პროტეინის კოქტეილს შეუძლია კუნთების აღდგენა და ვარჯიშის შემდეგ სხეულს რეაბილიტაციაში ეხმარება, ალბათ, აქამდე გსმენიათ. დიეტოლოგმა და ფლორიდის შტატის უნივერსიტეტის მკვლევარმა კი გაარკვია, რომ ცოტაოდენი ეს სასმელი ღამით გახდომაში დაგეხმარებათ. საქმე იმაში არის, რომ კოქტეილი აჩქარებს მეტაბოლიზმს.
გაგრილდით
უნდა დაიძინოთ გრილ ოთახში - საკმარისია 18 გრადუსი. საქმე იმაში არის, რომ გასათბობად ადამიანის ორგანიზმი მეტ ენერგიასა და შესაბამისად ცხიმებს წვავს. ამიტომ, რაც უფრო ცივ ოთახში დაიძინებთ, მით მეტ ცხიმებს მოიშორებთ. თუმცა ფანატიზმის გარეშე, რადგან ასე მარტივად გაცივდებით.
მოიშორეთ სმარტფონი
როცა დასაძინებლად დაწვებით, ტელეფონი მოშორებით დადეთ ან ეკრანით ქვევით ჩააბრუნეთ. რადგან ყოველი განათების დროს, მაშინაც კი, როცა თქვენ გძინავთ, ტვინი რეაგირებს და ეს ძილს გიფრთხობთ.
გაითვალისწინეთ ნორმა
წონაში რომ არ მოიმატოთ და თავი ენერგიულად იგრძნოთ, აუცილებელია დღეში 8 საათი გეძინოთ. როგორც კი ამ მარტივ ჭეშმარიტებას უგულებელყოფთ, მაშინვე მოგინდებათ ტკბილი, მარილიანი, ყოველგვარი სასუსნავები და სასმელები. ამიტომ, თუ იმაზე ნერვიულობთ, რომ დღეს ვარჯიში ვერ შეასრულეთ და ამის გაკეთებას შუაღამისას ცდილობთ, უმჯობესია დასაძინებლად გაეშუროთ.
თუ დაძინებაში მოცემული რჩევებიც ვერ გეხმარებათ, გადახედეთ - იქნებ, ისეთი პროდუქტი გიყვართ, რომელიც დაძინებაში გიშლით ხელს. სხვათა შორის, ეს ყავა არ არის.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 უნდა დაესწროს თუ არა მეუღლე ცოლის მშობიარობას? - სპეციალისტის რჩევები
⭕ მარიამ ელიაშვილი ოჯახურ ფოტოს გვიზიარებს - „გაგიზარდოთ უფალმა“
⭕ სალომე ლაშხი ლიმნისფერ კაბაში პოზირებს - „როგორ გიხდება ეს ფერი“