თუმცა თანამედროვე მედიცინა და კვლევები ადასტურებენ, რომ ცხოვრების წესის შეცვლით შესაძლებელია რისკების მნიშვნელოვნად (დაახლოებით 40%-ით) შემცირება ან დაავადების განვითარების მაქსიმალურად გადავადება.
ტვინის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და პროფილაქტიკისთვის ძირითადი აქცენტი რამდენიმე მიმართულებაზე კეთდება:
ალცჰაიმერის დაავადების სრულიად პრევენციის გარანტირებული გზა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს.
1. გონებრივი აქტივობა და „ტვინის ვარჯიში“
ტვინს, ისევე როგორც კუნთებს, სჭირდება მუდმივი დატვირთვა ახალი ნეირონული კავშირების (ნეიროპლასტიკურობის) ფორმირებისთვის ახალი უნარების შეძენა – უცხო ენის სწავლა, რაიმე საკრავზე დაკვრის შესწავლა, ხატვა ან ახალი ხელობის ათვისება საუკეთესო სტიმულატორია; ინტელექტუალური თამაშები – ჭადრაკი, კროსვორდები, ლოგიკური ამოცანები, კითხვა და წაკითხულის გაანალიზება; მარშრუტების შეცვლა – ჩვეული, ავტომატური მოქმედებების დარღვევა (მაგალითად, სამსახურში ან სახლში ახალი გზით წასვლა) აიძულებს ტვინს, აქტიურად იმუშაოს.
2. ფიზიკური აქტივობა
რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია ალცჰაიმერის წინააღმდეგ, რადგან ის აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას და ასტიმულირებს ნივთიერებებს, რომლებიც იცავენ ნერვულ უჯრედებს. კვირაში, მინიმუმ, 150 წუთი ზომიერი აერობული დატვირთვა (სწრაფი სიარული, ცურვა, სირბილი) ან რეგულარული ძალისმიერი ვარჯიშები საგრძნობლად ამცირებს კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითების რისკს.
3. სწორი კვება (ტვინის დიეტა) კვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის, რაც პირდაპირ კავშირშია ტვინის მუშაობასთან. უნდა მივიღოთ მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, კენკრა (განსაკუთრებით მოცვი და მარწყვი), თხილეული და ნიგოზი, ზეითუნის ზეთი, მარცვლეული და ომეგა-3-ით მდიდარი თევზი. უნდა შევამციროთ წითელი ხორცი, კარაქი და მარგარინი, შაქარი, ტკბილეული, გადამუშავებული საკვები (ფასთფუდი) და ტრანსცხიმები.
4. სისხლძარღვების ჯანმრთელობის კონტროლი
„ის, რაც კარგია გულისთვის, კარგია ტვინისთვისაც“. სისხლძარღვოვანი პრობლემები ზრდის ალცჰაიმერისა და სისხლძარღვოვანი დემენციის რისკს. აუცილებელია არტერიული წნევის მართვა – ჰიპერტენზიის დროული მკურნალობა და კონტროლი. ქოლესტერინისა და შაქრის დონის კონტროლი – სისხლში გლუკოზის მაღალი დონე და დიაბეტი აზიანებს სისხლძარღვებსა და ნერვულ ქსოვილებს. წონის კონტროლი – ჭარბი წონის პრევენცია შუა ხნის ასაკში.
5. ხარისხიანი ძილი
ძილის დროს ტვინში ჩართულია, ეგრეთ წოდებული, „გლიმფატური სისტემა“, რომელიც ასუფთავებს ორგანიზმს დღის განმავლობაში დაგროვილი „ნარჩენებისგან“, მათ შორის ამილოიდური ბეტა-პროტეინებისგან (რომელთა დალექვაც იწვევს ალცჰაიმერს). ქრონიკული უძილობა და ძილის აპნოე საგრძნობლად ზრდის დემენციის რისკს. აუცილებელია ღამეში 7-8 საათი უწყვეტი, ხარისხიანი ძილი.
6. სოციალური აქტივობა
მარტოობა და სოციალური იზოლაცია დემენციის განვითარების ერთ-ერთი ფარული რისკ-ფაქტორია. მეგობრებთან ურთიერთობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა, ახლობლებთან ხშირი საუბრები და აქტიური სოციალური ცხოვრება ტვინს ტონუსში ამყოფებს და იცავს მას დეპრესიისგან, რაც თავის მხრივ, აუარესებს კოგნიტურ მაჩვენებლებს.
7. მავნე ჩვევებზე უარის თქმა
თამბაქოს მოწევა საგრძნობლად აზიანებს ტვინის სისხლძარღვებს და იწვევს ოქსიდაციურ სტრესს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: