Digest Logo

🎥 „ყოველთვის მინდოდა მსმენელთან მქონოდა ახლო ურთიერთობა, გამეცნო ისინი“ - თბილისში ნუცა ბუზალაძის საღამო ჩატარდა

1721634404
ნუცა ბუზალაძე

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ მსმენელთან შეხვედრა გამართა. „ჩემი ამბავი, მუსიკა და საუბარი“ - ასე ერქვა საღამოს, რომელიც „სიტყვის აკადემიის“ ორგანიზებით ჩატარდა. 

მომღერალმა ადგილზე მისულ სტუმრებს საკუთარი ცხოვრების საინტერესო ამბები უამბო და თავისი გამოცდილებაც გაუზიარა. 

ღონისძიების ფარგლებში, ნუცამ საყვარელი გულშემატკივრებისთვის არაერთი ნომერიც შეასრულა და აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.

„მსგავსი საღამო არასდროს მქონია ცხოვრებაში, მაგრამ ყოველთვის მინდოდა მქონოდა, რადგან მქონოდა მათთან ახლო ურთიერთობა, კონტაქტი და გამეცნო ისინი. ეს მე ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს და მგონია, მათაც დიდ ენერგიას ვაძლევ. 

საღამოზე ვისაუბრე ჩემი წარმატების გზაზე, ვახსენე ბევრი სამოტივაციო ფრაზა“, - ამბობს ნუცა ბუზალაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ბებიაჩემის შემწვარი კარტოფილი და ტყემალი მენატრებოდა, ამდენი წლის განმავლობაში მესიზმრებოდა ჩემი სახლის კარის ჭრაჭუნის ხმა“ - როგორია ნინი წიკლაურის ამერიკული ცხოვრება

„რამდენადაც მიყვარს წვერი, იმდენად სევდიანია ჩემთვის ყოველი კუთხე-კუნჭული... “ - რას იხსენებს გივი ბერიკაშვილის შვილიშვილი

🎥 ახალი კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც ღამით მუშაობენ, საქმეს უფრო ეფექტურად აკეთებენ - დეტალები