იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.
მედიკოსს 50.7 ათასი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ქოლესტერინის რისკებზე, საფრთხეებზე და მისი შემცირების მეთოდებზე ისაუბრა.
„ქოლესტერინი არის ცხიმი, რომელიც ორგანიზმში დადის, წარმოიქმნება ღვიძლში და ის სისხლთან ერთად მოგზაურობს.
ის საჭიროა სტრუქტურისთვის, ჰორმონებისთვის, მისგან წარმოიქმნება დ ვიტამინი, თუმცა პრობლემა იმაშია, რომ ცვილის მსგავსი თვისება აქვს, სისხლძარღვის კედელს ეგლისება და თუ დარჩა, დაგროვდება და სისხლძარღვი იბიდნება, ვითარდება ანთება, ათელოსკლეროზი კი ავიწროებს სისხლძარღვს, თრომბი კი დაჯდება და ამით ადამიანს დაემართება ინსულტი.
ნორმაა 200-ზე ნაკლები.
რას უნდა დავაკვირდეთ? ldl ანუ ცუდი ქოლესტერინი თუ მაღალია, ვიწყებთ მკურნალობას. 70-იდან 190-მდე თუ გაქვთ, ექიმი სხვადასხვა სახით დაიწყებს მკურნალობას.
შვრია რომ ჭამოთ და პარკოსნები, ორივე შეამცირებს ქოლესტერინს, ასევე ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა, წონაში კლებაც“, - ამბობს კოტე თოდუა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ულამაზესი და უდახვეწილესი“ - მარიამ სანოგო თეთრ კაბაში პოზირებს
🎥 „არ მჯერა... ჩვენმა დედიკომ არ იცის...“ - ბარბარა სამხარაძე სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს