ნინუშკა ლისენკო ტაროლოგია, რომელიც საზოგადოებას პერიოდულად რჩევებსა და კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით რიტუალებს უზიარებს.
იგი ასევე ეხება ბევრი ადამიანისთვის სენსიტურ და აქტუალურ თემას, სწორედ ამიტომ მისი აუდიტორიაც დღითი დღე მზარდია.
ამჯერად ლისენკო მორიგ რეკომენდაციას ავრცელებს, სადაც ახალ წელთან დაკავშირებულ ფერებზე საუბრობს.
„შილაკზე ვთქვი, რომ ყავისფერი იქნება ფინანსური ფერი იანვარში და გველს მოეწონება.
ახლა ვსაუბრობ რა ფერის სამოსით არ უნდა შევხვდეთ არავითარ შემთხვევაში 2025 წელს:
პირველი ფერი, რომელიც არ არის რეკომენდებული არის შავი, რასაც საკმაოდ ძლიერი ენერგეტიკა აქვს. ამ ფერის გამოყენებით შესაძლოა ის გეგმები ჩაგეშალოთ, რაც 2025 წელში დაგეგმეთ.
შემდეგი ფერი, რომელიც არ არის რეკომენდებული არის ნაცრისფერი, ამან თქვენი ფინანსური ნაკადი შეანელოს და გეგმები გაწელოს.
მესამე ფერი, რომელიც არ არის რეკომენდებული არის ნეონისფერი და ყველა ფერი არაბუნებრივი, რადგან გველს არ მოსწონს არაბუნებრივი ფერები.
რაც შეეხება რეკომენდებულ ფერებს:
მწვანე ნებისმიერ ტონში, მუქი, ღია შეგიძლიათ აირჩიოთ. ეს ფინანსურად მოგიტანთ შემოსავალს, კლიენტებს, სიმშვიდეს, წარმატებას.
გველის საყვარელი მეორე ფერი არის ყავისფერი. ამ წელს საკმაოდ ტრენდული აღმოჩნდება და შეგიძლიათ ძალიან ლამაზი ლუქი ააწყოთ.
შემდეგი ფერი, რაც შეგიძლია ჩაიცვა, არის წითელი, ოღონდ მუქი, ბორდოსფერი“, - ამბობს ნინუშკა ლისენკო.
@ninushkalisenko4 ♬ Pop and bright Christmas songs - G-axis sound music
ასევე დაგაინტერესებთ: