Digest Logo

„ხართ მკვლელები! ერთხელ უკვე ცადეთ ჩემი მოკვლა, თქვენმა აგრესიამ და ბულინგმა დამმართა სიმსივნე! ხელები შორს, ჩემი შვილისგან!“ - რას წერს ხათუნა ჟორდანია შვილის მიმართ ბულინგის კამპანიაზე

1734945439
ხათუნა ჟორდანია ნინიზე

მომღერალი ხათუნა ჟორდანია ცნობილი მომღერლის ზურა ხაჩიძის მეუღლეა. მან ცოტა ხნის წინ მძიმე სენი დაამარცხა და საბოლოოდ გამოჯანმრთელდა.

ხათუნა სოციალურ ქსელში შვილის ნინი ქარსელაძის მიმართ აგორებულ მიზანმიმართულ კამპანიას გამოეხმაურა და საზოგადოების იმ ნაწილს მკვლელი უწოდა, ვინც მის ოჯახს აბულინგებს.

„არ მინდოდა არანაირი სტატუსის დაწერა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. რატომ? მოვერიდე ბულინგს, ავირიდე შეურაცხყოფების კასკადი, რომლითაც ასე „გვანებივრებს” საზოგადოების გარკვეული ნაწილი.

ჰოდა, მოგმართავთ თქვენ, იმ (არა) ადამიანებს, ვინც აფთრებივით დაესიეთ, ჩემს შვილს ნინი ქარსელაძეს, თქვენ ხართ მკვლელები!!

თქვენ, ერთხელ უკვე ცადეთ ჩემი მოკვლა, როცა ჩემი შვილი და ოჯახი, ჩართული იყო, აწ უკვე თქვენი საყვარელი ლიდერის და ერთადერთი იმედის - სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში. დიახაც, ჩემი შვილის მიმართ, თქვენმა აგრესიამ და ბულინგმა დამმართა სიმსივნე! დიახ, ჩემმა ფსიქიკამ და ორგანიზმმა, ვერ გაუძლო, მაშინდელ თქვენს თავდასხმებს. გადავრჩი ღმერთის, ჩემი შვილის, ოჯახის, უამრავი მეგობრის და მათ შორის - ბიძინა ივანიშვილის წყალობით. მისი მადლიერი ვიქნებით მე და ჩემი ოჯახი, სიცოცხლის ბოლო წუთამდე!

რაც შეეხება გამოგონილ ნინის სტატუსს, რომელსაც დააფრიალებთ, კედლიდან კედელზე. დიახ, ნინი იღებს მონაწილეობას, ბევრ სხვა მომღერალთან ერთად, საახალწლო ღონისძიებებში, რომელიც იმართება რეგიონებში და ბევრ სიყვარულს სჩუქნის, განსაკუთრებით ბავშვებს, ვისაც გულით უხარია ახალი წელი.

ხელები შორს, ჩემი შვილისგან!  განსაკუთრებით - დედაკაცებო, ეკლესიის ფონზე, შვილიშვილებთან ერთად ფოტოებით! თქვენი ბოღმა, ბოროტება, თქვენს ოჯახში დაიტოვეთ! და ბოლოს ამ დედამიწაზე, ყველაზე კარგი შვილი მყავს, სიკეთით, სიყვარულით სავსე! ნინი ქარსელაძე - მიყვარხარ და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, ღმერთს მადლობას შევწირავ, რომ შენი თავი გამომიგზავნა! ვამაყობ შენით, ჩემო“, - წერს ხათუნა ჟორდანია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ვინც აქციებზე დგახართ, არ დგახართ სამშობლოს გამო! პირადი კომფორტისთვის დგახართ, სამშობლო მხოლოდ კარგი ხელფასი და პირადი კეთილდღეობა გგონიათ“ - რას წერს ლაშა ბექაურის დედა

🎥 „ძალიან მადლობელი ვარ, რომ გავიცანი ეს უნიკალური ქვეყანა! თქვენი გაცნობა ჩემი ცხოვრების უდიდესი საჩუქარი იყო!“ - ბრაზილიელ ინფლუენსერს ბერა ივანიშვილის ოჯახმა უმასპინძლა

ცნობილია, ვინ იყო ახალგაზრდა კაცი, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა