Digest Logo

რა იწვევს კატარაქტას? - რჩევები, რომელიც უნდა გაითვალისინოთ!

1790852008
კატარაქტა

კატარაქტა თვალის ბროლის სრული ან ნაწილობრივი შემღვრევა და მისი გამჭვირვალობის დაკარგვაა. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის ორგანიზმში რიგი ცვლილებები მიმდინარეობს და გამონაკლისს არც თვალი წარმოადგენს. 60 წლის ზემოთ პაციენტების ძირითადი ჩივილი მხედველობის გაუარესებაა, რომელიც თანდათანობით პროგრესირებს და შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. 

თანდაყოლილი კატარაქტის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს დედის ორსულობის პერიოდში გადატანილი ინფექციური დაავადებები, სამშობიარო ტრავმა, სტეროიდული ჰორმონული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება, ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ალკოჰოლის მოხმარება. შეძენილი კატარაქტის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს ასაკი (50 წლის შემდეგ), ტრავმა, ზოგადი დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი და სხვა), ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, თვალის დაავადებები (თვალის ანთებითი პროცესები და სხვა), სტეროიდების ხანგრძლივი მიღება, ტოქსიკური ნივთიერებების, ულტრაიისფერი და რადიაციული გამოსხივების ზემოქმედება. თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ზრდის კატარაქტის განვითარების რისკს.

კატარაქტა ხშირად შეუმჩნევლად იწყება და დროთა განმავლობაში ძლიერდება.

ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: მხედველობის დაბინდვა, სინათლის ან მზის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ფერების სიმუქე ან დაბნელებული აღქმა, ღამით ხედვის გაუარესება, ორმაგი ხედვა ერთ თვალში სათვალის ხშირად შეცვლის საჭიროება.

კატარაქტა სიმწიფის მიხედვით შეიძლება რამდენიმე სტადიად დავყოთ. კერძოდ, განასხვავებენ დაწყებით, არამწიფე, მწიფე და გადამწიფებულ კატარაქტას. დაავადების სტადიის შესაბამისად, ჩივილებიც განსხვავებულია. დაწყებითი კატარაქტის დროს პაციენტთა უმრავლესობა უჩივის მხედველობის ველში შავი მოძრავი (ბუზების მსგავსი) წერტილების არსებობას, გამოსახულების გაორებასა და ბუნდოვანებას, საგნების მოყვითალოდ აღქმას. დაავადების ამ სტადიაზე მხედველობა პრაქტიკულად, არ ქვეითდება. კატარაქტის აღნიშნული სტადიის ხანგრძლივობა სხვადასხვა პაციენტისთვის სხვადასხვაგვარია და 2-დან 15 წლამდე მერყეობს. რაც უფრო მეტად მწიფდება კატარაქტა, მით უფრო მეტია ჩივილებიც. პაციენტები უჩივიან მხედველობის თანდათანობით დაქვეითებას, საგნებს ხედავენ ბურუსით მოცულს, სათვალე არ შველით, მომატებული აქვთ მგრძნობელობა სინათლის მიმართ. დროთა განმავლობაში გუგა იცვლის ფერს და ბაცდება. მწიფე კატარაქტის სტადიაში მხედველობა შესაძლოა ისე დაქვეითდეს, რომ პაციენტი მხოლოდ სინათლეს ხედავდეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕დედაქალაქი „თბილისობას“ მრავალფეროვანი პროგრამით შეხვდება - ნახეთ, რა ღონისძიებები გაიმართება 3 და 4 ოქტომბერს

⭕ ქრისტი ყიფშიძე 49 წლის გახდა - კადრები დაბადების დღიდან

⭕ 1-ელი ოქტომბრის გზავნილი - „შენი საქმეები იმაზე სწრაფად დაიწყებს განვითარებას, ვიდრე ელოდები“

✕