კუჭ-ნაწლავის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ბოყინი, გულძმარვა, შებერილობა, გულისრევის შეგრძნება, მუცლის ხმაური, ფაღარათი, შეკრულობა ან ლუკმის ყელში გაჩხერის განცდა, ყოველთვის მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებას არ უკავშირდება.
გასტროენტეროლოგის გიგა სორდიას განმარტებით, ხშირ შემთხვევაში ეს ტვინსა და კუჭ-ნაწლავს შორის ურთიერთქმედების დარღვევის შედეგია, რის გამოც მხოლოდ სიმპტომების მკურნალობა პრობლემას ვერ აგვარებს და ჩივილები მკურნალობის დასრულებისთანავე კვლავ ბრუნდება, ამის შესახებ იგი პოდკასტში - „ოთარი ექიმო“ საუბრობს.
„ასეთი პაციენტები, ძალიან დანატნჯულები არიან, ხან ერთ ექიმთან დადიან ხან მეორესთან, მისცემს ექიმი წამალს, რომელიც მოქმედებს, მაგრამ როგორც კი ამ წამლის მიღებას მორჩება ზემოთ აღნიშნული სიმპტომები მალევე უბრუნდება, ასეთ დროს მკურნალობენ შედეგს და არა მიზეზს“, - ამბობს გიგა სორდია.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან – ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციებს ავრცელებს