Digest Logo

🎥 რა ხდება ორგანიზმში 40 წლის შემდეგ, რატომ არ იცვლება სხეულის ფორმა წონაში კლებისას და რა სახის ცხიმის მომატებაა მავნებელი - ენდოკრინოლოგის რჩევები

1721284874
წონაში კლება

რა ხდება ორგანიზმში 40 წლის შემდეგ, იზრდება თუ არა ქოლესტერინის მომატების რისკი, იცვლება თუ არა სხეულის ფორმები სტაბილური კვების რეჟიმის დაცვის მიუხედავად და იზრდება თუ არა წონაში მომატების რისკი, როგორც ქალებში, ასევე კაცებში - აღნიშნულ თემებზე ენდოკრინოლოგმა ნინო ლომთაძემ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და საზოგადოებას რჩევები გაუზიარა.

„ენდოკრინოლოგიურად ძალიან საყურადღებო და კრიტიკული ასაკია 40 და 40+, რადგან კაცის და ქალის ორგანიზმში იცვლება სასქესო ჰორმონების ცვლილება, ორგანიზმი ემზადება მენოპაუზისთვის. კაცებში ყოველწლიურად 1% ეცემა ტესტოსტერონის დონე და ესეც აისახება მათ მეტაბოლიზმზე. 

ეს ცვლილებები უფრო მეტად გამოხატულია ქალებში. როგორ იცვლება მეტაბოლიზმი? 

  1. ქოლესტერინის დონე იზრდება, რადგან ეს არის საშენი მასალა სასქესო ჰორმონებისთვის. რადგან ეს ჰორმონები იკლებს, საშენი მასალაც აღარაა საჭირო, გროვდება სისხლში და იმატებს ქოლესტერინის დონე.
  2. წონაში მომატების რისკი, რადგან იზრდება ინსულინის დონე ორგანიზმში“, - ამბობს  ნინო ლომთაძე.