Digest Logo

🎥 რა ხდება, როდესაც სამუშაო საათები კანონით გათვალისწინებულ დროს ცდება და როდესაც შრომითი ხელშეკრულების პირობები ირღვევა? - რჩევები, რომელიც უნდა იცოდეთ!

1749113301
 ნატო ნათენაძე

დამსაქმებლის და დასაქმებულის ურთიერთობა - რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ შრომით ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს“, - ამის საკითხებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე საუბრობს და საჭირო ინფორმაციას გვიზიარებს. 

„შრომით ხელშეკრულება აუცილებლად უნდა იყოს წერილობითი სახის, ეს აუცილებელია როგორც დასაქმებულისთვის, ასევე დამსაქმებლისთვისაც. ეს დოკუმენტი მოიცავს რა ხელფასი უნდა გადაუხადოს დამსაქმებლებმა, რა შრომა უნდა გასწიოს დასაქმებულმა და რა არის ვალდებულება. 

ზეპირი ფორმითაც შეიძლება გაფორმდეს ხელშეკრულება, თუმცა მისი ვადა მაქსიმუმ გახლავთ ერთი თვე.

ხელშეკრულებაში იწერება, ვინ არიან მხარეები, სამუშაო ადგილის მისამართი, რა იქნება ფუნქცია მოვალეობები, სამუშაო დრო, რომელი დღეებია სამუშაო დღეები, დასვენების დღე, შესვენების დრო, ზეგანაკვეთური სამსახური, და ა.შ.

როდესაც დასაქმებული 30 თვე და მეტი მუშაობს ერთ ადგილას, ამ დროს იდება უვადო ხელშეკრულება, რაც ქმნის მეტ სტაბილურობას, აქ დასაქმებული მას ვერ გაათავისუფლებს შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.

ადამიანის სამუშაო დროის კლასიკური მაგალითი არის 40 საათი, თუმცა არის გარკვეული ტიპის მცირედი ჩამონათვალი, როცა კვირის ნორმალური სამუშაო საათი არის 48, ესენი კი ძირითადად არის - სამედიცინო სფერო, კომუნიკაციების სფერო, წყალმომარაგება, საგანგებო საქმიანობები, საჰაერო გადაადგილება და ა.შ. დაუშვებელია 48 საათი ყოველ კვირა ნორმირებული მუშაობა, სარესტორნე, სამშენებლო, სასტუმრო სფეროში, თუმცა შეიძლება იმუშაო ამაზე მეტი დრო ე.წ. ზეგანაკვეთურად, რომელიც დამატებითი ტარიფით უნდა ანაზღაურდეს და ეს ტარიფი არის დამსაქმებლის და დასაქმებულის მოლაპარაკებაზე დამოკიდებული.

ასევე ზეგანაკვეთური მუშაობა შეიძლება დაბალანსდეს არა ფინანსურ სარგებელზე, არამედ ნამუშევარი დროის პროპორციულ დასვენებაზე“, - ამბობს ნატო ნათენაძე. 

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ახალგაზრდობაში ვიყავი მუსიკოსი და როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ, ყველაზე კარგად ნერვებზე ვუკრავდი“ - მიხეილ ცაგარელი

⭕11 ივნისს მშვილდოსნის ნიშანში „მარწყვის მთვარეა“ - რა გავლენას მოახდენს ის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე და რისი გაკეთებაა ამ დღეს რეკომენდებული

⭕„ქალი კარგი კაცის ხელში ასე ბრწყინავს“ - შორენა ბეგაშვილი იტალიაში საყვარელ კაცთან ერთად ისვენებს