
რა მნიშვნელობა აქვს წყალს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რა პროცესებს უწყობს ხელს წყლის მიღება და რაზეა დამოკიდებული წყურვილი - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „შუადღე“ ენდოკრინოლოგმა მაია ხუბუამ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა:
„არსებობს წყლის მიღებასთან დაკავშირებით წესები. ის არის საოცრად კარგი ნივთიერება და თუ სწორად მივიღებთ იქნება უფრო მეტად სიკეთის მომტანი ორგანიზმისთვის. როდესაც ვიღვიძებთ, ორგანიზმი არის გაუწყლოვნებული. მთელი ღამის განმავლობაში თუ გამონაკლისებს არ ჩავთვლით ორგანიზმი წყალს არ იღებს, შესაბამისად დიდი რაოდენობა წყალი დაკარგულია, კანის, ნერწყვისა და ამოსუნთქვის მეშვეობით. პირველი რაც უნდა გაკეთდეს უნდა მივიღოთ 1 ლიტრამდე წყალი, რათა მოხდეს სხეულის ჰიდრატაცია სითხით. მთელი ღამის განმავლობაში დაგროვებული ცუდი ნივთიერებები საჭიროებს გაწმენდას, შესაბამისად გაღვიძებისთანავე აუცილებელია წყლის მირთმევა.
როდესაც წყალს არ ვიღებთ შესაბამისად, მეტაბოლიზმის პროცესები შენელებულია. იმიტომ, რომ ცხიმის წვისთვის საჭიროა წყლის გარკვეული რაოდენობა ორგანიზმში. ცხიმი რომ დაიწვას უნდა იყოს ჟანგბადი საკმარისი რაოდენობით არ გვექნა ორგანიზმში, ნელდება ცხიმის წვის პროცესიც“, - აღნიშნა მაია ხუბუამ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სტუდენტობის დროს საფიქრალად ბაზარში მივდიოდი...“ - რას ჰყვება ლევან წულაძე?
🎥 დღეს, 8 აპრილს 22:00 საათზე „ნიჭიერის“ მესამე ნახევარფინალი გაიმართება