Digest Logo

„ის ორი თვე იყო კოშმარი ჩემ ცხოვრებაში, დავიწყე ღმერთთან ვედრება - მიშველეთ, გეხვეწებით...რუსთაველში ჩემი პირველი დადგმა შემომთავაზეს მაშინ, რობერტ სტურუამ“ - ლევან წულაძე ცხოვრების მძიმე პერიოდზე

1744098523
ლევან წულაძე

მსახიობი ნანკა გვარი (გვარიშვილი) ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში აქტიურობს, სადაც საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებებს, რჩევებსა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ინფორმაციას უზიარებს.

მან ასევე ცოტა ხნის წინ დაიწყო „იუთუბის“ არხზე პოდკასტების ჩაწერა, სადაც ცნობილი ადამიანები ჰყავს სტუმრად. გადაცემას „მარტოობის 15 წუთი“ ჰქვია და ამჯერად მისი სტუმარი რეჟისორი ლევან წულაძე გახლდათ:

- თუ გაქვთ პერიოდი, რომელმაც დაყო თქვენი ცხოვრება?

ლევან წულაძე: კი რა თქმა უნდა. ეს არის ერთადერთი სიმდიდრე, რომელსაც ადამიანი აგროვებს და ამოხსნი რატომ დამარცხდი, შემდეგ კი გააგრძელებ ცხოვრებას. თუ ვერ მიხვდი რატომ დამარცხდი, იმასაც ვერ გაიგებ რატომ მიიღე წარმატება. წარმატებაც გამოცდილებისთვისაა. თუ ეს ასე მოხდა არის ხანმოკლე, მხოლოდ ბედნიერებას განიჭებს. აუცილებელია გააკეთო საკუთარი  თავის ანალიზი ყოველთვის და იფიქრო იმაზე, თუ სად არის შენი სუსტი წერტილი. შეცდომებში სად უფრო უნდა გაძლიერდე. ერთადერთი სიმდიდრე, რომელიც ადამიანს აძლიერებს არის ვარდნა. ვარდნის დროს, როგორც ყვინთვის დროს, სულ უნდა იქნიო ხელები.

ჩემი ცუდად ყოფნა ვარდნას რომ ვახსენებთ იყო რამდენიმე შემთხვევა, რომელიც ჩემზე არ იყო დამოკიდებული. ახალგაზრდა ვიყავი და ბევრ ადგილას ვმუშაობდი. მიმართლებდა. უცებ მივხვდი, რომ არაფერს არ ვაკეთებ რადგან რეპეტიციები არ მაქვს. ვიძინებ კონიაკით, გოგოებით. ეს ორი თვე იყო მთავარი კოშმარი ჩემ ცხოვრებაში. მივხვდი რომ სამყარო მიდის მატარებლით და მე ამ მატარებლიდან გადავხტი. ეკლესიაში შევედი, ვეძებდი სხივს რომელიც ეკლესიაში სარკმლიდან ეცემა, და მომეჩვენა, რომ მართლა დამეცა ეს სხივი. დავიწყე ღმერთთან ვედრება - მიშველეთ, გეხვეწებით ბოდიში, გაწუხებთ ჩემი ლაპარაკით, მაგრამ მე მგონი დავიღუპები. ვიგრძენი, რომ მივაწოდე ხმა. რუსთაველში ჩემი პირველი დადგმა შემომთავაზეს მაშინ, რობერტ სტურუამ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სტუდენტობის დროს საფიქრალად ბაზარში მივდიოდი...“ - რას ჰყვება ლევან წულაძე?

🎥 დღეს, 8 აპრილს 22:00 საათზე „ნიჭიერის“ მესამე ნახევარფინალი გაიმართება

🎥 გამოწვევა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს სწავლაში უშლის ხელს - რაზეა პასუხისმგებელი აღმასრულებელი ფუნქცია და რა შედეგამდე მივყავართ მის დარღვევას? - სპეციალისტის განმარტება