ჯანსაღი კვების მენტორი ლაშა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში კურკუმას სასარგებლო თვისებებზე საუბრობს.
როგორც გავრცელებულ ვიდეომიმართვიდან ვიგებთ, კურკუმანი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რასაც შეუძლია ებრძოლოს დაბინძურებას, ქიმიკატებს, რაც არის გარემოში და ყველა ცუდ საკვებში, რომელსაც შეიძლება მიირთმევთ.
„რა მოხდება შენს ორგანიზმში თუ მხოლოდ 14 დღის განმავლობაში მიიღებ კურკუმას.
კურკუმანი არის აქტიური ინგრედიენტი კურკუმაში. ეს არის ზედმიწევნით შესწავლილი და არის ძლიერი ანთების საწინააღმდეგო.
იდეალურია ძვლებისთვის, ართრიტის, ბურსიტის ანუ სახსრების აბგის ანთების და ტენდინიტის დროს. ეს არის მყესის ქსოვილის ანთება, რომელიც ვითარდება ძვალთან მიერთების წერტილში ან კუნთის და მყესის გადაბმის ადგილებში.
კურკუმანი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რასაც შეუძლია ებრძოლოს დაბინძურებას, ქიმიკატებს, რაც არის გარემოში და ყველა ცუდ საკვებში, რომელსაც შეიძლება მიირთმევთ.
კურკუმა არის იმუნომოდულატორი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ გაქვს ძალიან ბევრი ანთება მას შეუძლია მათი ჩაქრობა.
და თუ არ აქვს ძლიერი იმუნიტეტი მას შეუძლია გააძლიეროს იგი. კურკუმას ასევე შეუძლია გაზარდოს BDNL, ანუ ტვინიდან მიღებული ნეიროტროფიული ფაქტორი, რაც სასწაულად ზრდის ტვინს და ებრძვის დემენციას. ის ხელს უწყობს ცხიმის ათვისებას, ეხმარება ღვიძლს მოახდინოს ქიმიკატების დეტოქსიკაცია.
ეს არის ბუნებრივი ანტიდეპრესანტი“, - ამბობს ლაშა კალატოზიშვილი.
@lasha.kalatozishvili რა მოხდება შენს ორგანიზმში თუ 14 დღის მანძილზე მიიღებ კურკუმას გამოიწერე ჩემი გვერდი, თუ გსურს იხილო მეტი მსგავსი ვიდეო და თუ გჭირდება ინდივიდუალური კონსულტაცია მომწერე ინსტაზე სიტყვა “გასაუბრება”
♬ i was only temporary - my head is empty
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე სამი ქართველის ასპარეზობას ელოდება
⭕„ჩემი უდიდესი სიყვარული“ - ნინი ქარსელაძე დას დაბადების დღეს ულოცავს