ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას სოციალურ ქსელში პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.
ამჯერად, არუნ ხათრი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ჩიას თესლის დალევის სარგებელზე საუბრობს:
„ჩიას თესლის წყლის დალევის სარგებელი საუზმემდე:
ეხმარება ორგანიზმის დატენიანებას ღამის შიმშილის შემდეგ;
ახანგრძლივებს დანაყრებას და ამცირებს ზედმეტ ჭამას საუზმეზე;
აძლევს სტაბილურ ენერგიას კოფეინის გარეშე;
აუმჯობესებს მონელებას და ნაწლავების მუშაობას;
ამცირებს დილის შაქრის სურვილს;
უჭერს მხარს ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიებს ბოჭკოს გამო;
ეხმარება წონის კონტროლს რეგულარული გამოყენებისას.
დალიეთ მხოლოდ გაჟღენთილი ჩიას თესლი, დაიწყეთ მცირე რაოდენობით თუ პირველად სვამთ.
მარტივი ჩვევა, ნამდვილი საკვები, ჯანმრთელობის საფუძველი“, - წერს არუნ ხათრი.
ცნობისთვის, არუნ ხათრი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ასევე დაგაინტერესებთ: