Digest Logo

რა სარგებლობა მოაქვს პასქას? - გიორგი ღოღობერიძე ტკბილეულის დადებით მხარეზე საუბრობს

1715062500
ექიმი გიორგი ღოობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე, ფეისბუკის პირად გვერდზე, მორიგ ვიდეოს აქვეყნებს. ის ამჯერად პასქაზე და მის სასარგებლო თვისებებზე საუბრობს. 

როგორც გიორგი ამბობს, პასქის განუყოფელი ინგრედიენტი - ქიშმიში, სხვადასხვა ვიტამინებითაა სავსე, რომლებიც წნევას არეგულირებს.

„ახლა მინდა, გესაუბროთ პასქაზე, ყველამ იცის, რომ მასში არის ცუკატები, ჩამიჩები და ქიშმიში, რომელსაც ქართულად ჰქვია სკიჭი. ის სავსეა ვიტამინებით, კერძოდ - B2 ვიტამინით, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობითაა ე.წ ქიშმიში. როდესაც ადამიანს ორგანიზმში ამ ვიტამინის ნაკლებობა აქვს, მას ტუჩის კუთხეები უსკდება, ამიტომ ქიშმიშის მიღება ადამიანს ეხმარება ორგანიზმი შეავსოს ვიტამინით. ის აგრეთვე უხდება წნევასაც და არეგულირებს მას“, - აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.