ექიმი გინეკოლოგი, მადონა ჯუღელი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს უზიარებს ხოლმე.
მან ამჯერად გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც გინეკოლოგთან ვიზიტსა და კვლევებზე ისაუბრა:
„წელიწადში ერთხელ უნდა მიმართოს ქალმა გინეკოლოგს და ჩაიტაროს კვლევები. ესენია პაპტესტი, 30 წლის შემდეგ პაპილომა ვირუსის გენოტიპირება, მაღალ ონკოგენურ შტამზე. ექოსკოპია და რა თქმა უნდა გინეკოლოგის გასინჯვა. მის მიერ უნდა იქნეს შეფასებული ყველა კლინიკური ნიშანი და საჭიროებისამებრ უნდა ჩატარდეს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების კვლევა. ასევე როდესაც სქესობრივ ცხოვრებას იწყებს ქალბატონი აუცილებლად უნდა მიმართოს გინეკოლოგს“, - გვირჩევს მადონა ჯუღელი.
@madonajugeli რა პერიოდულობით უნდა მიმართოს ქალმა გინეკოლოგს #მადონაჯუღელი ♬ original sound - Madona Jugeli
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა უნდა ვიცოდეთ ქალური დაავადებების შესახებ? - ზაზა თელიას რჩევები
⭕„დასრულებული მაინც არაფერია...“- გოგა ჩანადირი საქართველო-ჩეხეთის თამაშზე