ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველო-ჩეხეთის მატჩს გამოეხმაურა:
„სტადიონზე ვუყურე ჩეხეთ-საქართველოს თამაშს.
2:1 წავაგეთ. რომ არა პირველი ფორიაქა 20 წუთი, სხვა შედეგი იქნებოდა. ჩვენები მეორე ნახევარში გაიხსნენ.
მათ არაფერი დაზოგეს. 2:2 უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა.
ბევრი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო მსაჯმაც, რომელსაც, ვფიქრობ, რომ სადავეები გაექცა.
გვქონდა ჯგუფში პირველი ადგილის შანსი, მაგრამ უკვე სხვა სინამდვილის წინაშე დავდექით.
დასრულებული მაინც არაფერია. მსოფლიოზე გასასვლელად შესარჩევი ჯგუფიც არსებობს.
კიდევ ერთი ამბავი ის არის, რომ 21-წლამდელებმა ძალიან დრამატულ შეხვედრაში პენალტების სერიაში დაამარცხეს ხორვატები და ზედიზედ მეორედ იასპარეზებენ ევროპირველობაზე.
რაც შეეხება ოლომოუცის სტადიონს, ეს იყო ერთი დიდი არეულ-დარეული.
ბილეთიან ქართველებს არ უშვებდნენ ტრიბუნებზე. ვითომ, ჩეხებთან დაჯდომა არ გეკუთვნითო. უამრავი გულშემატკივარი გარეთ დარჩა. ეს იყო ძალიან მძიმე სანახავი ამბავი.
ბევრმა სტადიონზე შეპარვა მოახერხა.
მოკლედ, ასეთი რამ არც ერთ სტადიონზე მინახავს.
წარმატებები ჩვენს ნაკრებს. ამ ბიჭებს დიდი შესაძლებლობა აქვთ და ბევრჯერ გაგვახარებენ“,- წერს გოგა ჩანადირი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ვილი სანიოლი - „საკუთარ დონეს ჩამოვრჩით, მთავარი პრობლემა მენტალიტეტშია“
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 31 დეკემბრამდე მნიშვნელოვანი ცვლილებები და წარმატება ელის