Digest Logo

🎥 რა უნდა გაითვალისწინოთ მარწყვის გარეცხვის დროს? - „მოსახლეობის დიდი ნაწილი მარწყვის გარეცხვის დროს ამ შეცდომას უშვებს“

1778423580
მარწყვის გარეცხვა

გადაცემაში „ნამდვილი ექიმები“ ლევან რატიანი, ლევან ქარაზანაშვილი და თიკა ფაცაცია საუბრობენ, როგორ უნდა გავრეცხოთ მარწყვი სწორად, რომ ის სრულად გავასუფთაოთ და დიდხანსაც შევინახოთ. 

„მოსახლეობის დიდი ნაწილი მარწყვის გარეცხვის დროს ერთ შეცდომას უშვებს. გამდინარე წყლის ქვეშ ამყოფებენ ხოლმე, რადგან მიიჩნევენ, რომ ასე მარწყვი უფრო კარგად გაირეცხება და ჩამოშორდება მიწის ის ნაწილი, რომელიც შეიძლება, მარწყვზე იყოს. თუმცა ეს მცდარი მიდგომაა. სწორედ ამ ჭავლის გამო, მარწყვის ძალიან სათუთი ზედაპირი ირღვევა და შესაბამისად, უფრო მარტივად ფუჭდება“, - ამბობს ექიმი.

მათი თქმით, მარწყვის გასასუფთავებლად იდეალურია მისი გარეცხვა ძმრით.

„ავიღოთ 1 ჭიქა ძმარი და 3 ჭიქა წყალი და მარწყვი საწურში მოვათავსოთ. საწური უფრო მოზრდილ კონტეინერში ჩავდგათ. დავასხათ წყალი და 1 ჭიქა ძმარი“, - ამბობს თიკა.

ექიმებმა ასევე ისაუბრეს, თუ რატომაა კენკრა სასარგებლო ადამიანების ორგანიზმისათვის.

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 უარი ხორცს! - როგორია ეკო ფანგანის კულინარიული რიტუალი?

⭕„დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ რომ ოქროსფერ ოკეანეში ცურავთ“ - მზის რიტუალი რომელიც 10 მაისს უნდა ჩაატაროთ

⭕16 მაისს ახალმთვარეობაა: „ეს ენერგია ხელს უწყობს ფინანსურ გეგმებს, პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს და ახალი მატერიალური მიმართულების დაწყებას“ - რჩევები ასტროლოგისგან