Digest Logo

🎥 რა უნდა გავითვალისწინოთ მაშინ, როდესაც ბავშვს პირველად ვაგემოვნებინებთ მარწყვს? - პედიატრის რეკომენდაციები

1750747066
ნინო არაბიძე

რა უნდა გავითვალისწინოთ მაშინ, როდესაც ბავშვს პირველად ვაგემოვნებინებთ მარწყვს? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ პედიატრმა ნინო აბესაძემ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა:

„მარწყვი ძალიან სასარგებლო პროდუქტია და უამრავ ვიტამინს შეიცავს. მდიდარია მიკროელემენტებით. ორგანიზმის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს უჯრედისზე. ასტიმულირებს ნაწლავის მოქმედებას.

ადრე ითვლებოდა, რომ საკმაოდ ალერგიული პროდუქტი იყო და ძალიან სიფრთხილით ეკიდებოდნენ. სინამდვილეში ის ალერგიული არ არის, თუმცა ალერგია ემართება მათ, ვისაც ვარდისებრთა ოჯახზე აქვს ალერგია. ასეთია ვაშლი, ქლიავი, ნუში. არც ისე ხშირი გამოვლინებაა მარწყვზე ალერგია.

შეგვიძლია 6-8 თვიდან მარწყვი ბავშვის რაციონში შევიტანოთ. კარგად გარეცხილი და კარგად დამუშავებული უნდა იყოს პროდუქტი. თავდაპირველად ხილფაფის სახით უნდა  მივცეთ ბავშვს. ძალიან მცირე რაოდენობა, ნახევარი ჩაის კოვზი და შემდეგ უნდა გავზარდოთ რაოდენობა. რამდენიმე დღე უნდა დავაკვირდეთ, ამის შემდეგ ვლინდება ალერგია. იწყება წვით ჩხვლეტის შეგრძნებით და პირის ღრუს სიწითლით“, - ამბობს ნინო აბესაძე.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ირანის ნაკრებმა, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს

„ხალხი ამ ომში იხოცება, ზოგს კიდე ეხუმრება... აბსოლუტურად არაადეკვატური პრეზიდენტი მართავს ამერიკას“ - გიორგი ლობჯანიძე

⭕ალექსანდრა პაიჭაძე წითელ კაბაში პოზირებს - „დახვეწილი და ეშხიანი!“