
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ რთული მისაღებია მძიმე და ნოყიერი საკვები ადამიანის ორგანიზმისთვის. ქართული სამზარეულოს თავისებურება იწვევს გარკვეულ სირთულეებსა და გასტროენტეროლოგიური პრობლემებს.
სწორედ ამ თემაზე გადაცემაში „იმედის დილა“ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმმა, გასტროენტეროლოგმა თამთა ნიკოლაიშვილმა ისაუბრა:
„მარხვის პერიოდში მცენარეულ საკვებზე უფროა გადასული ორგანიზმი, შედარებით ეჩვევა მცენარის გადამუშავებას.
პირველ რიგში უნდა მიგვეღო იოგურტი, მაწონი და რძის პროდუქტებით. შემდეგ უნდა გადავსულიყავით ყველზე, კვერცხზე და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიგვეღო ხორცპროდუქტები, პირველ რიგში ქათმის, შემდეგ საქონლის და ბოლოს ღორის ხორცი.
კვერცხი ისეთი პროდუქტია, გასტროენტეროლოგიური დიეტის დროს უმეტესად მისაღებია. საუბარია მხოლოდ 1-2 ცალზე. კვერცხი და პასკა ერთად უფრო ამძიმებს მონელებას“, - ამბობს თამთა ნიკოლაიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ახალი სიმღერის დროც დადგა💥“ - თიკა ჯამბურიამ ახალი სიმღერა „აუ-რა“ ჩაწერა
⭕2025 წლის მაისის ყველაზე საყურადღებო დღეები, როდესაც ჯობს, შედარებით მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ
⭕🎥 🍇🥛🥐რომელი პროდუქტი უნდა მივირთვათ ამა თუ იმ ვიტამინის მისაღებად?! - ზაზა თელიას რჩევები