Digest Logo

რას ამბობს თქვენი სახლის ფერი თქვენზე - მეცნიერების თქმით, წითელი კედლები ცუდის მანიშნებელია

1767810845
სახლის ინტერიერი

თქვენი სახლის კედლების ფერი ის საკითხია, რომელზედაც ბევრ დამწყებ ინტერიერის დიზაინერს საათობით უფიქრია და უმსჯელია. 

Edge Hill-ის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ჯეფ ბითი ამტკიცებს, რომ ფერის შერჩევა „ფსიქოლოგიური საკითხია და არა მხოლოდ ესთეტიკური“.

 „ნეირომეცნიერების, ქცევითი და ფსიქოლოგიური კვლევების აჩვენებს, რომ ფერი მხოლოდ გემოვნების საკითხი არ არის“, - განმარტა მან გამოცემა The Conversation-ისთვის დაწერილ სტატიაში.

მისივე თქმით, ფერები, რომლებიც ჩვენს გარშემოა, გავლენას ახდენს ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე, შემეცნებით შესაძლებლობებზე, სოციალურ ურთიერთობებზე, ძილზე და გრძელვადიან ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზეც კი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი კედლების ფერები შესაძლოა იმაზე მეტად აყალიბებდეს ჩვენს ცხოვრებას, ვიდრე ამას ვაცნობიერებთ.

თეთრი, ნაცრისფერი, ბეჟი

თუ არ ხართ დარწმუნებული, რა ფერად შეღებოთ თქვენი სახლის კედლები, შესაძლოა ნეიტრალური ტონების არჩევისკენ გადაიხაროთ.

„ნეიტრალური ფერები (თეთრი, ნაცრისფერი, ბეჟი) ვიზუალურად ნაკლებ სტიმულს იძლევა, რაც ხელს უწყობს სენსორული გადატვირთვისა და სტრესის შემცირებას,“ - განმარტავს პროფესორი ბითი.

მისივე თქმით, ასეთი ფერები სივრცის უფრო ფართოდ აღქმას აძლიერებს და როგორც ბავშვებზე, ისე ზრდასრულებზე დამამშვიდებელ გავლენას ახდენს.

თუმცა ფერის ტონი და კონტექსტი გადამწყვეტია.

„ცივი ნაცრისფერი ან მკვეთრი თეთრი ფერები, განსაკუთრებით ცუდად განათებულ სივრცეებში, შეიძლება სტერილურობის ან სევდის განცდას იწვევდეს“, - აფრთხილებს ექსპერტი.

ლურჯი, მწვანე

„ბუნებასთან კავშირის გამო, მწვანე ფერი აღდგენასთან და გონებრივი გადაღლის შემცირებასთან ასოცირდება.  ლურჯი ტონები, რომლებიც ხშირად ცასა და წყალს უკავშირდება დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს“, - განმარტავს პროფესორი.

მისივე თქმით, ლურჯი და დამშვიდებული მწვანე ტონები კრეატიულობის გაძლიერებასა და პრობლემების გადაჭრის უნარის გაუმჯობესებას უკავშირდება.

ყვითელი

„ყვითელი ფერი კარგი არჩევანია, თუმცა მხოლოდ გარკვეული ტიპის ოთახებისთვის“ - განმარტავს ექსპერტი.

„თბილი და ენერგიული ფერები, სავარაუდოდ, უმჯობესია სახლის იმ სივრცეებისთვის შეინახოთ, სადაც სოციალური აქტივობა ან მოძრაობაა,“ - ამბობს ის.

მისივე თქმით, რბილი ყვითელი ფერი მხიარულ განწყობას ქმნის, რაც, სავარაუდოდ, მზის სინათლესთან ასოცირებით არის განპირობებული, თუმცა ძალიან მკვეთრმა, მაღალი სატურაციის ყვითელმა ტონებმა შესაძლოა გაღიზიანება გააძლიეროს.

წითელი

„როგორც ყვითელი ფერის შემთხვევაში, წითელიც მხოლოდ გარკვეულ ოთახებში რეკომენდებულია. წითელი აქცენტებით გაფორმებული სამუშაო ოთახი თავდაპირველად „დინამიკურად“ მოგეჩვენებათ, თუმცა ეს ეფექტი შეიძლება უკუშედეგად იქცეს, როცა საქმე მშვიდ კონცენტრაციასა და მკაფიო აზროვნებას მოითხოვს“, - ამბობს პროფესორი ბითი.

სამაგიეროდ, წითელი ფერი შესაძლოა კარგი არჩევანი იყოს საძინებლისთვის, რადგან კვლევები აჩვენებს, რომ ეს ფერი სურვილსა და ვნებას აძლიერებს.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ეს არ არის უბრალო დაპირისპირება, ეს არის ორი უძლიერესი სტიქიის ჭიდილი...“ - რამაზ გიგაური 10 იანვრის ასტროლოგიურ ტენდენციებზე

🔵 „ყოველთვის ყოფილიყოს მშვიდობა, სიყვარული და სითბო...“ - ნუცა ბუზალაძე გამომწერებს შობას ულოცავს

🔵ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის იანვარში დიდი გამარჯვება და წარმატება ელოდ

წყარო: primetime.ge