🔺️სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარების მნიშვნელობა❗
💡ფსიქოლოგები, ძალიან ხშირად ესაუბრებიან მშობლებს ბავშვის სოციალურ-ემოციური განვითარების აუცილებლობაზე, რადგან ეს კრიტიკულად მნიშვნელივანი და აუცილებელია.
♦️ბავშვის სოციალურ-ემოციური განვითარება ნიშნავს მიზანმიმართულ და გაცნობიერებული დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას საკუთარი თავის, სხვების და ზოგადად გარემოს მიმართ.
უნარს საკუთარ და სხვის ემოციურ მდგომარეობასთან, სურვილებთან და აზრებთან გამკლავების და ასევე სოციალურად მნიშვნელოვანი ქცევითი უნარების განვითარებას.
♦️6 წლამდე, სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება არის წინაპირობა ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნული ასპექტების განვითარების, როგორიცაა - შემოქმედებითი თვითგამოხატვა, თვითგანვითარება და თვითრეალიზება.
♦️სოციალურ-ემოციური განვითარება ნიშნავს საკუთარი თავის რწმენის ჩამოყალიბებას და გარემოსთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებას.
ასევე დაგაინტერესებთ: