არსებობს ცოდნა, რომელიც მხოლოდ წიგნებში არ წერია, ის ჩვენს გენეტიკურ მეხსიერებაში, სუფრის გაშლის წესსა და სააღდგომო რიტუალებშია დაშიფრული.
„ცის სარკის“ სტუმარი კვების ეთნოგრაფი დალილა ცატავა იყო, სადაც იმ თემებზე ისაუბრა, რაც ყველა ქართველისთვის საკრალურია:
🌿 რა ენერგეტიკულ მუხტს ატარებს სააღდგომო სუფრა?
🌿 რატომ იყო კერძის მომზადება რიტუალი და არა უბრალოდ პროცესი?
🌿 რა წეს-ჩვეულებები დავივიწყეთ და რატომ არის მნიშვნელოვანი მათი აღდგენა?
„ცარიელ ღვინოს ქართველი ტრაპეზზე არ სვამდა, თუნდაც პურთან, ყველთან ერთად მიირთმევდა. ყველა რიტუალის, ადათ-წესის მონაწილეა ღვინო იმდენად საკარული მნიშვნელობისაა, ამიტომაც ძალიან კარგია, რომ ახალგაზრდები ინტერესდებიან. შეიძლება ამას არქაული სახით არ იყენებენ, ახლა დიდი მარხვაა და ბოლო დღეებში მორწმუნეები განსაკუთრებით იცავენ, შეიძლება ახალგაზრდები არ მარხულობენ, ეკლესიურებიც არ იყვნენ, მაგრამ ამ ყველაფერს პატივს სცემენ და აღდგომის დღეებში სახლში ყველა კვერცხს და პასქას მიარბენინებს. ყველას აქვს სახლში ჯეჯილი, წითელი კვერცხი და პასქა. ეს თითქოს ტრადიციის გაგრძელებაა მოდიფიცირებული სახით.
გასტრონომიული კულტურა ცოცხალი ორგანიზმია და უნდა ვითარდებოდეს, უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის. ის მოიცავს კულინარიის ხელოვნებას, სუფრის ეტიკეტს: კულტურა, ადათები, რიტუალები და წესები.
ჩვენ უძველესი დროიდან გვაქვს ნადიმის კულტურა, ამას ქართველები პურობას ვეძახით და მესამეა, სუსტი წერტილი, რეფლექსიური მომენტი, რადგან ბევრი ადამიანი ვერ აკავშირებს ამას ისტორიასთან, იდენტობასთან, კულტურასთან და პოლიტიკასთან.
ბაზარს რომ გადახედოთ, მხოლოდ რეცეპტები და რეცეპტები, მაგრამ რატომ ჭამდა ესა თუ ის ნაცია ასე, აი ეს არის გასტრონომიული კულტურა, რა იყო მისი საფუძველი...
რესტორნის მენიუ დღეს უდიდესი ბიზნესია, ნიშნავს მის იმიჯს, ქვეყნის სოფლის მეურნეობას, ეკონომიკას და კულტურას. ეს ძალიან დიდი სისტემაა.
რატომ არის საქართველო ღვინის სამშობლო?
მარტო ორი წყაროს მოყვანა კმარა: ჰომეროსის ოდისეაშია მოხსენებული აია რამდენჯერმე, თუ როგორ მიირთმევდა ოდისევსი საამურ ღვინოს და აპოლონიოს როდოსელმა არგონავტიკაში დაწერა, რომ სადაცო ვაზის ტალავერში ისვენებდაო ოდისევსი, ღვინის მდინარეები გადმოდიოდა და აიეტის სასახლე მთლიანად ვაზში იყო ჩაფლულიო, მაგრამ რა ღვინო იყო ეს? საკვლევი თემაა.
ასევე ქსენოფონტი წერს, რომ მოსინიკებს შევებრძოლეთო, მეგრელ ჭანების წინაპრები ყოფილან და ვერაფრით ვერ დავღალეთ ბრძოლით, ნეტავი რას ჭამდნენ და რას სვავდნენო. შემდეგ წერს, ბერძნებივით გაზავებულ ღვინოს კი არა გაუზავებლად, ძალიან საამურ ღვინოს სვავდნენო. ეს ფაქტები კმარა“, - ამბობს დალილა ცატავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ილია თოფურია Richard Mille-ს ამბასადორი გახდა: „ძალიან ვამაყობ, ბედნიერი ვარ“