Digest Logo

🎥 რას ნიშნავს დამოკიდებულება, როგორ დავძლიოთ და რა უნდა ვიცოდეთ მენტალურ ჯანმრთელობაზე - სპეციალისტის რჩევები

1734452273
ვახო მძინარიშვილი

დამოკიდებულება არის ადამიანის თვალსაზრისი, შეხედულება რისამე ან ვინმეს შესახებ. დამოკიდებულება ადამიანის ემოციური სფეროს ნაწილია და იგი გამოხატავს იმას, თუ რას ვანიჭებთ უპირატესობას, რა მოგვწონს ან რა არ მოგვწონს, რა არის მნიშვნელოვანი ან რა არ არის მნიშვნელოვანი. ადამიანი თავის დამოკიდებულებას ადამიანების, საგნების, მოვლენებისა თუ პროცესების მიმართ აყალიბებს მთელი ცხოვრების განმავლობაში.
დამოკიდებულებები ეფუძნება ადამიანის ღირებულებებს. ადამიანის ღირებულებების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს სხვების შეფასებები, არსებული სიტუაცია და გარემოებები.

რას ნიშნავს დამოკიდებულება, როგორ დავძლიოთ და რა უნდა ვიცოდეთ მენტალურ ჯანმრთელობაზე - აღნიშნულ საკითხებზე გადაცემაში „ცოდნისმოყვარე პოდკასტი“ ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო ცენტრის „180 გრადუსი“ ხელმძღვანელმა, დამოკიდებულების სპეციალისტმა ვახო მძინარიშვილმა ისაუბრა.

„დამოკიდებულება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 1 950-იან წლებში ოფიციალურად აღიარა დაავადებად. ეს ითვლება ბიო, ფსიქო, სოციო და სულიერ დაავადებად. ასეთი ადამიანი დროთა განმავლობაში ჯანსაღი სოციუმიდან ირიყება, იწყებს ურთიერთობას მისნაირ დაავადებულთან რაც მას უფრო და უფრო ამძიმებს. 

დამოკიდებული ადამიანი სულიერად განადგურებულია. გამოჯანმრთელების მთავარი ნაწილი ცნობიერების ამაღლებაა. 

რაც შეეხება თანადამოკიდებულებას, ესეც ერთ-ერთი გამოვლინებაა დამოკიდებულების, რაც ადამიანზე მიჯაჭვულობას გულისხმობს. ამას სხვადასხვა ფორმა აქვს. არსებობენ ნივთიერებაზე დამოკიდებული, თამაშზე დამოკიდებული ადამიანები, მაგრამ სინამდვილეში ყველა დამოკიდებულება არის ემოციური მიჯაჭვულობა და ემოციებზე დამოკიდებულება. ემოციებიც ნარკოტიკებია“, - ამბობს ვახო მძინარიშვილი.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩემი საყვარელი სათვალე“ - ლიკა ევგენიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს

როტერდამის კინოფესტივალზე ქართული კინოკლასიკის - „სხვისი შვილების“ - აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება

„ასეთი ამბების დამალვა არ შეძლება და ყველა ძალიან ყურადღებით იყავით!“ - რა ინფორმაციას ავრცელებს აკა სინჯიკაშვილი