
წელს ვენეციის კინოფესტივალზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრსა და როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, როტერდამის რიგით 54-ე კინოფესტივალზე თენგიზ აბულაძის კინოკლასიკის - „სხვისი შვილების“ - აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„კინოფესტივალი 2025 წლის 30 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. ქართული კინოშედევრის ჩვენება ფესტივალის ერთ-ერთი სექციის - Cinema Regained-ის ფარგლებში მოეწყობა. ფილმის რესტავრირებული ვერსია 2023 წელს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დინამო თბილისი ჯაბა კანკავას დაუკავშირდა...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს Geo Team-ი?