ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად, არუნ ხათრი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც კვერცხის შესახებ წერს. მისი თქმით,
„ნატურალური კვერცხები ყოველთვის ერთნაირი არ არის!
შეგიმჩნევიათ, რომ ნატურალური კვერცხები შეიძლება განსხვავდებოდეს ზომით, ნაჭუჭის ფერით და გულის შეფერილობითაც კი?
ეს სრულიად ბუნებრივია. ბუნებაში ყველაფერი ერთნაირი არ არის.
კვერცხის ზომა და ფერი დამოკიდებულია ქათმის ჯიშზე, მის კვებაზე და სეზონზეც. კვერცხის გულის ფერიც შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ რას ჭამს ქათამი.
ნატურალური არ ნიშნავს ერთნაირს — ეს ბუნებრივ მრავალფეროვნებას ნიშნავს!
ამიტომ, როცა განსხვავებული ზომისა და ფერის კვერცხებს დაინახავთ, გახსოვდეთ: ბუნება ქარხანა არ არის.
თქვენ რომელს ანიჭებთ უპირატესობას — სოფლის ნატურალურ კვერცხს თუ სუპერმარკეტისას?“, - წერს არუნ ხათრი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: