რატომ არ შეიძლება ბავშვის ტუჩებში კოცნა და ერთი ჭურჭლიდან ჭამა? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი „ბავშვთა კვება და ჯანმრთელობა“ წერს და საჭირო ინფორმაციას გვიზიარებს.
„რატომ არ შეიძლება ბავშვის ტუჩებში კოცნა და ერთი ჭურჭლიდან ჭამა?
პირის ღრუში მუდმივად ცხოვრობს ბაქტერია, (Streptococcus mutans), რომელიც შაქარს გადაამუშავებს და მჟავას წარმოქმნის.
• ეს მჟავა აზიანებს კბილის მინანქარს და იწვევს კარიესს.
• თუ საწოვარა ან თითი ხშირად არის პირში, განსაკუთრებით ტკბილში დასველებული, კარიესის რისკი იზრდება.
ასევე დედისგან ან მამისგან გადაეცემა ბავშვს ეს ბაქტერია, ბავშვის იმუნიტეტი არის უფრო სუსტი და ბაქტერია უფრო მეტად იკიდებს ფეხს, და იწყება კარიესი, როდესაც შესამჩნევია კბილებზე უკვე პროცესი საკმაოდ გვიანია.
რა არის მნიშვნელოვანი:
• რაც უფრო ადრე შეწყდება ეს ჩვევა, მით უკეთესია კბილებისა და ყბის სწორად განვითარებისთვის.
• უმჯობესია ჩვევის შემცირება ნელა და მშვიდად, ძალდატანების გარეშე.
არ მიირთვათ ერთი ჭურჭლიდან!
ნუ აკოცებთ მაინცდამაინც ტუჩებში, რადგან ჩვენმა უწყინარმა ქმედებამ, შესაძლოა, იმაზე მეტად გაართულოს საქმე, ვიდრე გვგონია“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕წარმატებული თბილისელი სპორტსმენები 23 იანვარს დაჯილდოვდებიან