რატომ იქცა ნაღვლის ბუშტისა და თირკმლის კენჭოვანი დაავადებები თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და რა კავშირი აქვს მათ წარმოქმნას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრების წესთან?
გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ იმ ფარულ მიზეზებზე ისაუბრა, რომლებიც ორგანიზმში მინერალების დისბალანსს იწვევს.
„ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, განსაკუთრებით საქართველოში. ქვები და კენჭები ჩნდება იმის გამო, რომ ხდება ე.წ. სუპერ-სატურაცია. მარტივად წარმოსადგენი რომ იყოს: ჩვენ წყალში ერთი ან ორი კოვზი შაქარი რომ ჩავყაროთ, არ გამოჩნდება, თუმცა დიდი რაოდენობით ჩაყრის შემდეგ ფსკერზე დაილექება, რადგან მოხდა ზეგაჯერება და მეტი გაჯერება ვერ ხერხდება. ქალებში უფრო ხშირია თირკმელებში კენჭებისა და ქვების გაჩენა; ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი ის არის, რომ ქალები უფრო ნაკლებ წყალს სვამენ“, - ამბობს ზაზა თელია.
ამ პრობლემის მთავარი პრევენცია წყლის საჭირო რაოდენობით მიღებაა, ასევე მნიშვნელოვანია მარილის შეზღუდვაც.
„რეკომენდებულია 2-დან 3 ლიტრამდე წყლის მიღება, სეზონის მიხედვით, ზაფხულში უფრო მეტი, ზამთარში უფრო ნაკლები“, - ამბობს ზაზა თელია.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇


⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕„დაწვით ფურცელი და ფერფლი ქარს გაატანეთ“ - მერკურის რიტუალი, რომელიც ოთხშაბათს უნდა ჩაატაროთ