Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1776230014
გაზაფხულის ამინდი

15 აპრილს ქუთაისში დღისით +17 და ღამით +4 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით.

მცირე ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მშრალია დღე, დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +17, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც მზეა, +14 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურში ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში იწვიმებს, დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღე მშრალია, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი -7 გრადუსი იქნება.

ბორჯომში მზიანი დღეა, +12 იქნება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მშრალი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში 2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება.

ომალოშიც მშრალი დღეა დღისით +3 ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

თბილისშიც მზე გამოანათებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დაწვით ფურცელი და ფერფლი ქარს გაატანეთ“ - მერკურის რიტუალი, რომელიც ოთხშაბათს უნდა ჩაატაროთ

⭕ „მოერიდეთ: იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას...“ - ასტროლოგის რჩევები 17 აპრილის ახალმთვარეობისთვის