რატომ არის მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვა ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისათვის - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ექიმმა რეაბილოტოლოგმა, გიორგი თოფჩიშვილმა ისაუბრა:
„ინსულტი საკმაოდ გავრცელებული და მძიმე თემაა.
პირველ ადგილზეა მისი თანხმლები უნარშეზღუდულობით, ხოლო მესამეზე სიკვდილიანობით. ანუ ინსულტი არის სისხლის მიმოქცევის მოშლა თავის ტვინში. არსებობს ჰემორაგიული და იშემიური ინსულტები. გააჩნია ტვინის რა ნაწილი ზიანდება და მაგის მიხედვით ვადგენთ დიაგნოზს. ამაზეა ასევე დამოკიდებული რომელი ორგანო ან ნაწილი დაზიანდება და დაკარგავს ფუნქციონირებას.
პირველი პრობლემა ინსულტის გამომწვევი, არტერიული ჰიპერტენზიაა, რომლის პირველი მტერი არის თამბაქო და ალკოჰოლი. ჩვენ სისხლძარღვებს სჭირდება ფიზიკური დატვირთვა და მოძრაობა. პასიური მდგომარეობა არის ამის ერთ-ერთი გამომწვევი. როცა დაგვიდგება ეს პრობლემა, აუცილებელია დროული მკურნალობა და სწორი რეაბილიტაცია. როგორც დასტაბილურდება პაციენტის ჰემოდინამიკა, მაშინვე უნდა დავიწყოთ მკურნალობა“, - აღნიშნა გიორგი თოფჩიშვილმა.
ვრცლად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გიორგი გულიაშვილმა ესპანეთში მესამე გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა