24 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მოცეკვავე სალომე ჭაჭუა დედა ერთი თვის გახდა.
ბავშვი 28 მარტს დაიბადა, თუმცა სასიხარულო ამბავი ქორეოგრაფმა დამალა.
ახალშობილი ვაჟია და მას სანდრო დაარქვეს.
ორსულობასა და განვლილ 9 თვეზე მოცეკვავე სოციალურ ქსელში საუბრობს:
„გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას ორსულობის პირველი თვიდან მეცხრე თვემდე → 1 თვე პოსტპარტუმი.
მთლიანობაში მოვიმატე 10 კგ, მშობიარობიდან პირველ თვეში დავიკელი 7 კგ ბალანსისა და თანმიმდევრულობის გზით💪🏽
რა დამეხმარა:
• სწორი კვება
• მსუბუქი ვარჯიში
• მოთმინება
• საკუთარი თავის სიყვარული
მიუხედავად გენეტიკისა, სტრიების გარეშე გავიარე ეს გზა.
ქალის სიძლიერე უსაზღვროა — ქმნის სიცოცხლეს, აღდგება და კიდევ უფრო ძლიერად აგრძელებს გზას.
ყველა დედას ვუსურვებ ჯანმრთელ და ლამაზ გზას 🤍“, - წერს სალომე ჭაჭუა.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნინი ბადურაშვილი ფოტოგრაფ გიორგი ცაავას ობიექტივში - „ელეგანტური, დახვეწილი, გამორჩეული“
⭕„იცით რა გვჭირს? დაბალი თვითშეფასება, აი, ასე ჰქვია ამ ყველაფერს“ - რას წერს ფსიქოთერაპევტი