Digest Logo

🎥 „მას შემდეგ 22 წელი გავიდა... იმედია ძალიან არ გარცხვენ“ - რას კადრებს აქვეყნებს ნინი შერმადინი

1777396113
 ნინი შერმადინი

ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც უკვე წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და წარმატებულ მუსიკალურ კარიერას აგრძელებს, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და კლასიკური ჟანრის სიმღერას ასრულებს:

„ესეც დაპირებული ვიდეო, სპეციალურად ჩემი 100,000 გამომწერისთვის. ბევრმა თქვენგანმა კი არა მგონი, არავინ იცის რომ იყო დრო, კლასიკურ ვოკალს ვსწავლობდი გენიალურ დოდო დიასამიძესთან.

პირველი ნაწარმოები იყო რაც მასწავლა Caro Mio Ben. მას შემდეგ 22 წელი გავიდა, კლასიკა აღარ მიმღერია და დღეს თქვენთვის ამდენი ხნის მერე პირველად გავბედე მემღერა, ის რაც არასდროს მოგისმენიათ ჩემგან! დოდო მას იმედია ძალიან არ გარცხვენ“, - წერს ნინი შერმადინი. 

ნინი შერმადინი ქართველი მსმენელისთვის ცნობილია თავისი ძლიერი ვოკალური მონაცემებითა და არაერთი წარმატებული მუსიკალური პროექტით. აშშ-ში გადასვლის შემდეგ, მან შეძლო საკუთარი შემოქმედების ახალ ეტაპზე აყვანა და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მთლიანობაში მოვიმატე 10 კგ, მიუხედავად გენეტიკისა, სტრიების გარეშე გავიარე ეს გზა“ - სალომე ჭაჭუა ორსულობაზე

„ძალიან უხდებით ერთმანეთს, პოზიტივს ასხივებთ“ - ბუბა ჭოღოშვილისა და თინათინ წულაძის რომანტიკული ფოტოები

ნინი ბადურაშვილი ფოტოგრაფ გიორგი ცაავას ობიექტივში - „ელეგანტური, დახვეწილი, გამორჩეული“