ფენშუის სპეციალისტი, თიკა ქოქაშვილი სტუმრად გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ იმყოფებოდა, სადაც იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელიც საკუთარ თავს სახლში არაკომფორტულად გვაგრძნობინებს:
„პირველ რიგში ცვლილება უნდა დაიწყოთ ფერებით. თუ თქვენს სახლში თავს კომფორტულად არ გრძნობთ გადაადგილეთ ავეჯი. ცვლილებას მოგიტანთ ეს ცვლილებები. უცდიათ კიდეც და ძალიან კარგად მუშაობთ. თუ ერთი და იგივე ელემენტის ფერი გაქვთ, ის დათრგუნავს გარემოს. ასევე ფერები რომლებიც ერთმანეთში კონფლიქტურია.
ასევე საკუთარ ოთახში თუ კარგად ვერ ვგრძნობთ თავს, ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზი არის საწოლის თავი რომელიც კედელზეა მიდგმული და მას გვერდითა მეზობლის საპირფარეშო ან აბაზანა ესაზღვრება. ასევე ფერები, ლურჯი ნაცრისფერი შავი ცისფერი. ხშირ შემთხვევაში არის სარკის თემატიკა. როცა გძინავთ სარკეში არ უნდა ჩანდეთ“, - გვირჩევს თიკა ქოქაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ძველი წყენა დატოვეთ წარსულში...“- 25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან