
ექიმი ლაშა ჯაყელი, რომელიც 12 წლის განმავლობაში ამერიკაში მუშაობდა და საკმაოდ ბევრი გამოცდილება დააგროვა საზოგადოებას პერიოდულად რეკომენდაციებს უზიარებს.
როგორც თავად ამბობს, ექიმად გახდომის მიმავალ გზაზე ბევრი გაუფილტრავი სიმართლე აღმოაჩინა, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია და მზადაა ისაუბროს გარკვეულ სამედიცინო პროცედურებზე, რომელთა მსხვერპლი მსოფლიოში ასობით ადამიანი ხდება.
ამჯერად ლაშა ჯაყელი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც მარილის სასარგებლო და სასიცოცხლო თვისებებზე საუბრობს:
„ბევრ ადამიანს მცდარი და გამრუდებული წარმოდგენა აქვს მარილთან დაკავშირებით. ადამიანები ჩვენს საცხოვრისებს წყლით სავსე ადგილას ვაგებდით. ადგილზე, სადაც იყო ნაკადული მდინარე ტბა და ა.შ.
ჩვენ ყოველთვის ვიყავით მარილთან ახლოს. დღესაც თუ შეხედავთ ცხოველებს, როცა წყალი შრება კილომეტრებს გადიან, რომ მარილი იპოვონ. ჰიგიენურ საშუალებებშიც მარილია დამატებული და ამიტომ პროდუქტებში რომლებშიც მარილია დამატებული გამორიცხულია, რომ პარაზიტები გაჩნდეს.
ორგანიზმი არ დაუშვებს შენში, რომ ტივტივებდეს დაბალი რაოდენობით მარილი. როდესაც ორგანიზმში მარილის მიღებას ამცირებ, კომპნსატონურ ფუნქციას ააქტიურებ. მარილს თუ შეამცირებ ინსულინის რეზიტენტობას გაგიზრდის და წონას აგაკრეფინებს.
ასევე სტრესის ჰორმონის და კორტიზოლის წარმოქმნა იზრდება. გულს ამ შემთხვევაში უფრო მეტი წინაღობა წარმოიქმნება. გული ამ დროს უფრო დიდ წნეხშია. რაც უფრო ცოტა მარილს მოიხმარს ადამიანი სიკვდილიანობა გაზრდილია. თუ მარილს ცოტას მიიღებ ორგანიზმი ძვლებიდან დაიწყებს მის გამოტანას.
თუ უენერგიოდ გრძნობ თავს და გაწუხებს ორგანიზმის ტკივილები, ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ მარილის ნორმალური რაოდენობით მიღება უნდა დაიწყოთ. შენ შეიძლება ისეთ რამეზე გახდე დამოკიდებული მარილის არ მიღების გამო, უფრო მეტად ავნო საკუთარ ორგანიზმს“, - აღნიშნა ლაშა ჯაყელმა.
უფრო ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „სოფელში არ გვქონდა შესაძლებლობა სიმღერას გავყოლოდი…“ - თორღვას გზა რაგბიდან სიმღერამდე