„სალომე კასრაძის პოდკასტში“ პიროვნული განვითარების სპეციალისტმა ნუგზარ ძიძიგურმა ძლიერი ქალების ფარულ ტრაგედიებზე, ეროვნულ სტერეოტიპებსა და იმ ხისტ ტრადიციებზე ისაუბრა, რომლებსაც ადამიანები საკუთარი ნაკლოვანებებისა და კომპლექსების დასაფარად იყენებენ.
როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, წარმატების მიღმა ხშირად დაბლოკილი სიყვარული და ემოციური ფასადები იმალება, ხოლო კავკასიელებისთვის დამახასიათებელი იმპულსურობა, ტკივილისგან გაქცევა და ტრადიციების არასწორი ინტერპრეტაცია საზოგადოებას ხშირად ანგრევს და ანადგურებს:
- ძლიერი ქალების სისუსტე:
ნუგზარ ძიძიგური: ზოგადად ჩვენ ადამიანებს, ბავშვიბიდდან გვიწევს წნეხში ყოფნა. უნდა ვისწავლოთ და სამაგალითოები ვიყოთ. ასეთი პირობითად ქალი, შესაძლოა გამოვიდე პრეზიდენტი, მარგარეტ ტეჩერი. თუმცა საქმე იმაში არის, რომ შეიძლება ნებისმიერ მწვერვალს მივაღწიოთ, მაგრამ ერთს ვერ შეძლებს, რომ იგრძნოს იყოს ქალი. შესაძლოა იყოს რკინის ლედი, რომლის უკან იმალება დიდი ემოციური სიღრმე.
გვინდა სიყვარული, მოფერება. ემოციური ფასადების უკან ვიმყოფებით. სიყვარული დაბლოკილი აქვს და როლებით შემოდის ცხოვრებაში. ყველაფერი კარგია, უნივერსიტეტებიც და იახტებიც, მაგრამ ხშირად ეგ ყველაფერი არის წარმატება, თვითრეალიზება კიდევ სხვა რამეა. სიყვარული შესაძლოა ყალბად მოიპოვოს, მაგრამ ნამდვილს ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს.
- როდესაც ქართველი ტრადიციას აფარებს თავს:
ნუგზარ ძიძიგური: ზოგჯერ ადამიანები ფოკუსს კარგავენ. პლანეტაზე 8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 3 მილიონი ქარფთველია. ჩვენ შთაბეჭდილება საპირისპირო სქესზე გვექმნება მხოლოდ ჩვენი გარემოცვიდან. ცხოვრების განმავლობაში მაქსიმუმ 100 კაცი შეიძლება გავიცნოთ. ყველა კაცი ან ქალი ერთნაირია - ასეთი შეხედულებით ვერაფერს მივაღწევთ.
თუ ადამიანი მოძალადეა მსხვერპლზეა ორიენტირებული. მსხვერპლს მოძალადე ძალიან სჭირდება, რადგან მსხვერპლი იყოს, დრამებში და ტრაგედიაში იყოს.
ძალიან დიდი ეგოცენტრული ფიქრებით ცხოვრობენ საქართველოში ადამიანები. ადამიანები ტკივილს გაურბიან, არადა ეს ტკივილი გძენს გამოცდილებას. მოუმწიფებელი ადამიანი ყოველთვის კომფორტს ეძებს და ყველაფერს ტრაგიკულს ხდის. რაც უფრო იმპულსურია ერი და ადამიანი, აქედან მარტივად შეგვიძლია დასკვნები გამოვიტანოთ. კავკასიელები ძალიან იმპულსური ერი ვართ. აზროვნების სტრუქტურა გვაქვს ხისტი. არ გვაქვს მოქნილი აზროვნება.
ინფორმაციებს კი არ ვიღებთ, ვღეჭავთ და ვამუშავებთ. ტრადიცია მაგალითად თავისთავად ჭეშმარიტებას არ ნიშნავს. ამ ტრადიციებმა თავის დროზე საქმე გააკეთეს. მაგრამ ახლანდელი გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, ზოგიერთი ტრადიცია გვანგრევს და გვანადგურებს.
მაგალითად გასვენებაში 45 ჭიქის დალევა. ზოგჯერ ეს ტრადიცია კი არ არის, არამედ ადამიანები თავიანთი ნაკლის დამალვას ცდილობენ ვითომ ტრადიციის ხარჯზე. შენი ქცევა შენია. თავისი ქცევა რომ გაამართლოს, ამ დროს იწყებს გადაბრალებას ტრადიციებზე და ა.შ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: