რატომ ხდება, რომ რაც უფრო მეტად გვსურს რაღაცის მიღწევა, მით უფრო შორს არის ის ჩვენგან და რა ბლოკავს ჩვენს ცხოვრებაში სასურველი რეალობის მოზიდვას? ცნობილი ასტროლოგი/ფსიქოლოგი მედეა დოლიძე იმ ფარულ მიზეზებზე საუბრობს, რომლებიც ჩვენს ქვეცნობიერში ილექება და განმარტავს, თუ როგორ უნდა შევცვალოთ ფიქრისა და ენერგიის მიმართულება მიზნების მისაღწევად.
„რისი წარმოსახვაც შეგვიძლია, ის არსებობს. ადამიანს უნდა ჰქონდეს სწორი წარმოდგენა მიზნებზე, რადგან ბევრს აქვს მიამიტური წარმოდგენები, აი ხვალ თუ მოვინდომე, მექნება ორმაგი ხელფასი. საქართველოში რომ ვინმეს აქვს 10 000 ლარი ხელფასი, ბევრს არ სჯერა, ანუ მისთვის ეს დაშვება დაბლოკილია“, - აღნიშნავს მედეა დოლიძე.
როგორც მედეა დოლიძე განმარტავს, მთავარი ინდიკატორი იმისა, გახსნილი გვაქვს თუ არა მატერიალური არხები, არის ის ემოცია, რომელსაც ფულის გაცემისას განვიცდით. გონებრივი სურვილები არაფერია, თუ მას თან სხეულებრივი მზაობა და თავისუფლება არ ახლავს.
„როდესაც ფულს ხარჯავ, რას გრძნობ, შფოთავ თუ ლაღად და თავისუფლად ხარ? თუ შფოთავ, ანუ ეს ენერგია დაბლოკილია ამ დროს. გონებით რაღაცის კეთება არაფერს ნიშნავს, თუ სხეულმა არ მისცა ამის უფლება. გადარჩენა და შემოქმედება ერთად ვერ ახერხებს თანაარსებობას“, - აცხადებს მედეა დოლიძე.
იმისთვის, რომ სიტუაცია შეიცვალოს, მედეა დოლიძე საზოგადოებას მარტივ, მაგრამ ეფექტურ პრაქტიკულ რჩევას აძლევს, ნეგატიური ემოციის დროს ყურადღება გონებიდან სხეულზე გადავიტანოთ.
„ასეთ დროს, მთავარია სუნთქვა, ჩვენს სხეულთან შევიდეთ კონტაქტში. რამე მოხდა? სად იგრძენი ბრაზი, მოძებნე ეს ადგილი სადაც ეს ბრაზი გაჩნდა, ამის აღმოჩენა არის ის, რაც არის კრიტიკული წერტილი და აქედან იწყება ცვლილება“, - აღნიშნავს ის.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: