
როდისაა დაკონსერვებული საკვები საშიში?! - რა უნდა გავითვალისწინოთ საკვების შენახვამდე?! - ამ საკითხებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ინფექციონისტი ლია გოგლიაძე საუბრობს.
მისი თქმით, მარტო ბოსტნეულის შენახვა არ შეიძლება გახდეს ინფექციის წყარო. ინფექციის წყარო შეიძლება, იყოს შებოლილი პროდუქტი, როგორიცაა ლორი, თევზი და ა.შ.
ასევე ინფექციონისტის თქმით, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება რა პირობებში ამზადებთ, როგორ ინახავთ პროდუქტს და ასევე გახსნიდან რამდენი ხანია ვარგისი.
„ყველაზე საშიში არის ბოტულიზმი, თუ დროულად არ დაიწყებთ მკურნალობას ეს არის სიცოცხლისთვის საშიში დაავადება, რომელსაც სწორედ დაკონსერვებული პროდუქტები იწვევს.
იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ დაავადებით ინფიცირება აუცილებლად უნდა იყოს დაცული ყველა წესი, რაც პროდუქტის შენახვისთვის არის საჭირო.
ეს ეხება, როგორს სახლში დამზადებულ ასევე ქარხნულ პროდუქტებსაც. მაგ: თუ ხედავთ, რომ კონსერვი არ არის ერთგვაროვანი, თავი აქვს გაბერილი, დაჟანგულია, ან ვადა არ აქვს ასეთ შემთხვევაში ეს პროდუქტები არ უნდა გამოიყენოთ საკვებად.
თერმული დამუშავებაც შეგიძლიათ, თუმცა უნდა ადუღოთ 15 წუთის განმავლობაში, მხოლოდ შეცხელება არ არის საკმარისი.
როდესაც პროდუქტს უჩნდება ობი, პროდუქტი მოსახმარად აღარ ვარგა. ეს ეხება მაცივარში შენახულ პროდუქტსაც და კონსერვსაც“, - ამბობს ინფექციონისტი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბიჭი, რომელმაც ყველას შეაყვარა თავი...“ - ავარიას მე-11 კლასის მოსწავლე ემსხვერპლა