Digest Logo

„ბიჭი, რომელმაც ყველას შეაყვარა თავი...“ - ავარიას მე-11 კლასის მოსწავლე ემსხვერპლა

1759301473
სამძიმრის ფოტო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის სკოლის მოსწავლე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

მე-11 კლასის მოსწავლის, დაჩი მოგელაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციამ გაავრცელა. 

„დიდი ელდაა სკოლისთვის და მოუშუშებელი ტკივილი დაჩი მოგელაშვილის ტრაგიკული გარდაცვალება.
ბიჭი, რომელმაც ყველას შეაყვარა თავი.

ენერგიული, სიცოცხლით სავსე, მოსიყვარულე და მეგობრული. მისი ურთიერთობა თანაკლასელებთან სიყვარულით იყო გაჯერებული.

მასწავლებლების მიმართ თავაზიანი და კეთილგანწყობილი. საზოგადოებისთვის ზრდილი და კეთილი.

დიდი დანაკლისია სკოლისთვის, სოფლისთვის, ქვეყნისთვის სიცოცხლეზე შეყვარებული ბიჭის გარდაცვალება.

გულისტკივილითა და დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მის მეგობრებს და სრულიად სასკოლო საზოგადოებას ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის, დაჩი მოგელაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას.
ნათელი დაგიმკვიდროს უფალმა დაჩი! სიყვარულით გვემახსოვრები მარად“,- ვკითხულობთ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ 22 ოქტომბრამდე სასწორის სეზონი გრძელდება - რას მოგვიტანს ეს სეზონი და ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღები

⭕დედაქალაქში სასტუმრო კომპლექსი „პარაგრაფ თაბორი“ გაიხსნა - ფოტოები

🎥 ყველაზე გავრცელებული დაავადებები ხანდაზმულებში - გამომწვევი მიზეზები და პრევენციის გზები, ზაზა თელიას რჩევები!