
ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად, არუნ ხათრი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ნახშირის სასარგებლო თვისებებზე საუბრობს:
„ნახშირი იჭმევა და მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ჯანმრთელობისთვის ძალიან ბევრ კარგ რამეს აკეთებს. არის პერიოდი როდესაც ნახშირის მიღება არ შეიძლება. ნახშირში არის ფორები, რომელიც მაგნიტივით მუშაობს. სპეციალური ქიმიები, რომლებიც ორგანიზმს არ სჭირდება. ზოგჯერ შესაძლოა ტოქსიკური გახდეს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ნახშირს ცუდი ნივთიერებები გამოაქვს გარეთ. ამაზე კვლევები ჩატარებული და დამტკიცებულია. სამედიცინო სექტორშიც იყენებენ ექიმები.
ჩვენ რომ მოვიწამლებით, სანამ ტოქსინები სისხლში გადავა შესაძლებელია ნახშირის მიღება რათა მავნე ნივთიერებები გამოდევნოს. ყველანაირი ქიმიისთვის არ მუშაობს ნახშირი. როცა უკვე დაზიანებულია ორგანიზმში ორგანოები, მაშინ ნახშირით ვერაფერს გავაკეთებთ.
ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ როდესაც ქოლესტერინი გვაქვს მომატებული ორგანიზმში ან მომატება არ გვინდა მაშინ ნახშირი უნდა მივიღოთ. ნახშირი ქოლესტერინის პრობლემაში არ დაგვეხმარება. ასევე არ შეიძლება ნახშირით კბილების გახეხვა,რადგან შრის კბილის სტრუქტურას და უფრო მგრძნობიარეს ხდის პირის ღრუს. კოსმეტიკაში და სახეზე გამოყენება შეიძლება“, - გვირჩევს არუნ ხათრი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ყოველ ჯერზე უკეთ თამაშობს“ - ენრიკემ კვარაცხელია შეაქო
🎥 „როცა სული წმინდაა, ადამიანში არის სიხარული და სიყვარული...“ - რას ჰყვება მამა ბენიამინ ბელქანია?
⭕„არ მიიღოთ რადიკალური გადაწყვეტილებები...“ - ცხრა მარტის ასტროპროგნოზი ხათუნა ნოელისგან