
მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვარი, მამა ბენიამინ ბელქანია სოციალურ ქსელში პერიოდულად მისი ქადაგებებიდან ვიდეოებს აქვეყნებს ხოლმე და საზოგადოებას უზიარებს.
ამჯერად იგი ავრცელებს მორიგ საინტერესო ქადაგებას, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენ როცა ვინათლებით, ვხდებით ეკლესიის წევრები და გვეხსნება ცოდვები, პირადი და წინაპრების. ზეთის ცხებით ვივსებით სულიწმიდით და როცა სული წმინდაა, ადამიანში არის სიხარული და სიყვარული. ზოგს რატომ აქვს ნევროზი, უძილობა? კი გვეხსნება ცოდვები, მაგრამ ცოდვებისაკენ მიდრეკილება რჩება. სანამ ადამიანი არ გარდაიცვლება, ჩვენ ეკლესიას ზოგს ლოთობა ამარცხებს, ზოგს წამალი, ზოგს მრუშობა და განკითხვა. ნათქვამია როგორც განიკითხავ ისე განიკითხებიო. ჩვენ გვინდა ჩვენი გამოსწორება.
იოანე ნათლისმცემელი ადამიანებს მოუწოდებდა სინანულისკენ. ზეციურ სამყაროში შესაძლოა იყოს ქურდებიც, მრუშებიც, ჯადოქრებიც. რატომ? ვინც გულით მოინანია მას მიეტევა. ღმერთთან ერთად პირველი ვინ წავიდა სამოთხეში? ავაზაკი. ჩვენ რა გვჭირს მაშინ? ჩვენმა გონებამ იცის რომ ცოდვილები ვართ და გული არ ინანიებს“, - ჰყვება მამა ბენიამინ ბელქანია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„არ მიიღოთ რადიკალური გადაწყვეტილებები...“ - ცხრა მარტის ასტროპროგნოზი ხათუნა ნოელისგან
⭕ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „რენი“ დაამარცხა
⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით